შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ჯიჰადის სახელით ვიდეორგოლები იმ პირის გაკეთებული იყოს, ვინც შსს-ს ტექნიკურ-ოპერატიული საშუალებები კარგად იცის

შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ჯიჰადის სახელით ვიდეორგოლები იმ პირის გაკეთებული იყოს, ვინც შსს-ს ტექნიკურ-ოპერატიული საშუალებები კარგად იცის

არ არის გამორიცხული ჯიჰადის სახელით ვიდეორგოლები იმ ადამიანის მიერ იყოს გაკეთებული, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკურ ოპერატიული საშუალებები და რესურსები კარგად იცის, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. 

მინისტრის თქმით, საქმეა კიბერდანაშაულთან, რომელიც უმთავრესი და ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა 21-ე საუკუნეში. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საუბარი, რომ IP მისამართი დადგენილია და ძალიან მარტივი და ადვილია დამნაშავეების დადგენა, ძალიან პრიმიტიული და სასაცილოა.

"გამოძიება რამდენიმე ვერსიას ამუშავებს, თუმცა, ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს არის გაკეთებული პროფესიონალების მიერ, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ რამდენიმე ალიბი და გადაეფარათ რისკები. მე გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ ერთ-ერთ ვერსიად ვამუშავებთ იმას, რომ არ არის გამორიცხული, ეს იმ ადამიანის მიერ იყოს გაკეთებული, რომელმაც ძალიან კარგად იცის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკურ-ოპერატიული საშუალებები და რესურსები, შესაბამისად, მას აქვს ჭკვიანურად ნამუშევარი და გადაფარული რისკები", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ამ საქმეში ქართულ მხარეს ამერიკის ფედერალური ბიურო ეხმარება. "ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს გავხსნით. არ გეგონოთ, რომ რადგან "აიპი" მისამართი დადგენილია, ძალიან მარტივი იქნება დამნაშავეების დასჯა. "აიპი" მისამართის ცვლილებაც შეიძლება და კვალის არევის მიზნით რამდენიმე "აიპის" გადათამაშება", - დასძინა მან.

6 ივნისს, Yოუტუბე-ზე გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით – "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო IშAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები.