უკრაინაში რუსების მხარეს მებრძოლი ქართული გვარის მქონე აფხაზი მეომარი აფეთ­ქდა - 36 წლის იყო, 5 შვილი ჰყავდა...

უკრაინაში რუსების მხარეს მებრძოლი ქართული გვარის მქონე აფხაზი მეომარი აფეთ­ქდა - 36 წლის იყო, 5 შვილი ჰყავდა...

დონეცკში, ჭურვის აფეთქების შედეგად, ოკუპირებული აფხაზეთიდან უკრაინაში წასული მოხალისე ახრა კირ­კი­ნა­ძე დაიღუპა. ის რუსეთის მხარეს იბრძოდა.

როგორც ცნობილია, არხა კირკინაძე 36 წლის იყო და 5 შვილის მამა.

აფეთქება კი ხუთშაბათს, 31 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, კირკინაძესთან ერთად, ოსი და რუსი სამხედროებიც ემსხვერპლნენ აფეთქებას.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა აფხა­ზე­თი­დან და სა­მა­ჩაბ­ლო­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად წა­იყ­ვა­ნა. უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან მათ წი­ნა­აღ­მდეგ 2000-მდე ჯა­რის­კა­ცი იბ­რძვის.

ამას­თან, ცნო­ბი­ლია, რომ 300-მდე ცხინ­ვა­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცი ბრძო­ლის ვე­ლი­დან უკან დაბ­რუნ­და. ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ "პირ­და­პირ სა­საკ­ლა­ო­ზე წა­იყ­ვა­ნეს" და რომ სა­თა­ნა­დო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არ ჰქონ­დათ.