მამა თეოდორე - საქართველოში

მამა თეოდორე - საქართველოში "გეები" გვჩაგრავენ და არა პირიქით!

"არ შეიძლება ცივილიზებულ საზოგადოებაში უჭვრიტინებდნენ, ვის ვისთან ძინავს;" "ეს ადამიანები საზოგადოების ისეთივე ნაწილია, როგორც ჩვენ..." "მათი უფლებები დაცული უნდა იყოს!"- ასეთი მოწოდებები ისმის ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან 17 მაისს რუსთაველზე ჰომოსექსუალების მიერ დაგეგმილ აქციაზე, სადაც ისინი სავარაუდოდ, მათი უფლებების დარღვევას გააპროტესტებენ. არადა, საქართველოში არსებული პრობლემების სიხშირეთა ჩამონათვალი რომ გააკეთო, სექსუალური უმცირესობათა დარღვევები მათში ალბათ ვერ მოხვდება... ერთი სიტყვით, სექსუალურ უმცირესობის მხარდასაჭერად დაგემილი აქციის ინიციატივას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. სად გადის ზღვარი უფლებების დაცვასა და უფლებების შელახვას შორის, ეს საკითხი, უდავოა, დიდი კამათის საგანი გახდება... მანამდე კი, საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა ხელისუფლებასა და მერიას მიმართა, 17 მაისს დაგეგმილ აქციაზე გაცემული ნებართვა გააუქმოს. პატრიარქის განცხადება მედიის წარმომადგენლებს, ბოდბელმა ეპისპოკოსმა იაკობმა გააცნო, სადაც ნათქვამია, რომ "მათი მხარდამჭერების შეკრება, რომელიც მიზნად ისახავს არა ამ ადამიანების რეალური პრობლემების მოგვარებას, არამედ თემით სპეკულირებას ემსახურება".

17 მაისის აქციას ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას უწოდებს მამა თეოდორე ძაგნიძეც...

- ეს არის სოდომური ცოდვის პროპაგანდა. ეს ისეთივე ცოდვაა, როგორც ნარკომანიის, ღალატის პროპაგანდა... სიცრუეა, თითქოს მათი უფლებები ირღვევა. მე არ გამიგია, რომ საქართველოში ასეთი ორიენტაციის მქონე ადამიანი, ან სასწავლებლიდან გაერიცხათ ან თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა ამჟღავნდებდეს ადამიანი თავის სექსუალურ ორიენტაციას. სექსუალურობა ადამიანის ძალიან ინტიმური მხარეა და ეს საშკარაოზე რატომ გამოაქვთ. ასევე გაუგებარია, რატომ ამტვრევენ ღია კარს, ვინ ჩაგრავს მათ?.. პირიქით, ისინი თავს გვახვევენ თავიანთ ორიენტაციას და ისე წარმოაჩენენ, ვითომ ვიღაც ავიწროებს. უცხო ქვეყნებში ასეთი ორიენტაცია პრივილეგიადაც კი ითვლება და ამის დამკვიდრება უნდათ საქათველოში.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მიმართულება გამოიკვეთა?

- ვინაიდან ეს ყველაფერი ვიღაცის მიერ არის მართული და დაფინანსებული, ალბათ უნდა ამისკენ წავიდეს ყველაფერი. თუ ჩვენ არ აღვუდექით წინ ამას და ხმა არ ამოვიღეთ, იმ შედეგს მივიღებთ. დროთა განმავლობაში მოზარდის გონებამდე მიაღწევს ეს ყველაფერი, რაც მართლაც ტრაგედია იქნება და ამის პრევენციაზე თუ აქედანვე არ ვიზრუნეთ, მერე შეიძლება გვიან იყოს.

- პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათი უფლებები დაცული უნდა იყოს...

- ნებისმიერი ხელისუფლების პოზიცია ასეთი იქნებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ეს იმიტომ თქვა, რომ ცდილობს ვითარება არ გაამწვავოს და არც მწვადი დაწვას და არც შამფური, რათა გარკვეული ქვეყნები არ გაანაწყენოს. მაგრამ თუ ხელისუფლებასა და უცხოეთსაც ჩვენს ძალას დავანახვებთ, თავს დაგვანებებენ და ამის პროპაგანდაც შეწყდება.

- თუკი დემოკრატიული პრინციპების აღიარება ამას ითხოვს?

- დემოკრატიის მთავარი პრინციპია, არავინ დაიჩაგროს, - ჩვენ არავის ვჩაგრავთ. დემოკრატია ერის ტრადიციებისა და წეს-ადათების შენახვას ითვალისწინებს. როდესაც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა ხდება, ეს ჩვენი უფლებების შელახვაა, რაც ნიშნავს... გამოდის, "გეები" გვჩაგრავენ და არა პირიქით.

- თუმცა, გვახსოვს მთიან კორურტზე მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც უცხოიელ ჰომოსექსუალ ტურისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ...

- დიახ, მეც მახსოვს მსგავსი ფაქტი და ამიტომაც ვთქვი, ჩვენს თვალწინ ნუ ააშკარავებენ თავიანთ ორიენტაციას, რომლის ბუნებრივ ნორმად წარმოჩენასაც შემდეგ თავგამოდებით ცდილობენ... დიახ, ყველამ ვიცით, რომ ისინი არსებობენ, მაგრამ მათი შევიწროება არ ხდება, ანუ პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ ეს არაბუნებრივი სურვილი ნორმა გახდეს. თუ ისინი თავისთვის იქნებიან, მათ არავინ შეეხება. მაგრამ მე არ მინდა, ჩემმა შვილმა შვილიშვილს უთხრას, - გინდა კაცი მოიყვანე, შვილო, ცოლად, გინდა ქალი, ოღონდ გიყვარდეს და სულერთიაო, ამას ვერ შევეგუები. თაობებში არაჯანსაღი სექსუალური ორიენტაციის დანერგვა არ უნდა მოხდეს. ამის მცდელობა არის და სწორედ ეს იწვევს საზოგადოების აფორიაქებას, ჩვენ კიდევ აფორიაქება გვინდა, ისედაც დასალაგებლები ვართ?

- როგორ ფიქრობთ, ვონ დგას ამ ყველაფრის უკან?

- არ ვიცი, ალბათ ვიღაცას არ უნდა, რომ საქართველო ძლიერი ქვეყანა იყოს. ბოროტების სათავე ბოროტი სული და ეშმაკია. ბოროტებას ლოგიკა არ აქვს...