ავღანეთში, ქართულ ბაზაზე თავდასხმის დროს დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოში ჩამოასვენეს. აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავი, რომლითაც სამი სამხედრო მოსამსახურე ჩამოასვენეს, საერთაშორისო აეროპორტში 10.30 საათზე დაეშვა. დაღუპული ქართველი სამხედროები აეროპორტიდან პროზექტურაში გადაასვენეს. 19.00 საათზე მათ ქვაშვეთის ეკლესიაში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
დაღუპულ სამხედროებს ადგილზე საპატიო ყარაული დახვდა. ადგილზე იყოფებოდა შეირაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი, რომელმაც ცხედრების გადმოსვენებისას სამგლოვიარო მარში შეასრულა. საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ავღანეთში დაღუპულთა ჩამოსვნება საქართველოში ასეთი პატივით პირველად მოხდა და გლოვის დღეც პირველად გამოცხადდა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტმა 16 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
ადგილზე იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრებიც. 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად სამგლოვიარო ცერემონიალზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი ჯეფ ჰარტმანი მივიდნენ. ცერემონიალის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი ოჯახის წევრებთან მივიდნენ და სამძიმარი გამოუცხადა.
„ჩვენ დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს, რომელთაც თავი გასწირეს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, ასევე სამძიმარი გამოვუცხადოთ საქართველოს და მის მოსახლეობას, რომელთაც დიდი მსხვერპლი გაიღეს ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.
საქართველოში აშშ-ის საელჩო ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს.
„ელჩისა და მთელი საელჩოს სახელით, მინდა, გამოვხატო თანაგრძნობა დაღუპულთა ოჯახებისადმი. მათი მსხვერპლი მნიშვნელოვანია. შეერთებული შტატები ძალიან მადლიერია იმისთვის, რაც ამ სამმა გმირმა გააკეთა და რასაც საქართველო აკეთებს ავღანეთის უსაფრთხოებისთვის. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვი“,- განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრიჯიტ ბრინკმა, რომელმაც დაღუპულთა ოჯახებს აშშ-ის მთავრობის თავდაცვის მდივნის და სახელმწიფო მდივნის სახელითაც მიუსამძიმრა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ასევე იმყოფებოდა ვაზიანის სამხედრო ბრიგადაში. 42-ე ბატალიონი, სადაც ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები მსახურობდნენ, სწორედ ვაზიანის ბრიგადის შემადგენლობაში შედის. ვაზიანში, ისევე როგორც დანარჩენ სამხედრო ბაზებზე, საქართველოს სახელმწიო დროშები დაეშვა. ალასანიამ ქართველ სამხედროებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ საქართველო ქართველი გმირების სახელს არასოდეს დაივიწყებს.
„უმძიმესი დღეა საქართველოს შეირაღებული ძალებისთვის, საქართველოსთვის და განსაკუთრებით მეოთხე ქვეითი ბრიგადისთვის. სამშობლოსგან შორს, სამშობლოს სამსახურში ზვიად დავითაძემ, ალექსანდრე კვიწინაძემ და ვლადიმერ შანავამ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაწირეს თავი.
ეს იყო ჩემთვის პირადად დიდი დარტყმა, რადგან ამ გმირ ბიჭებთან ერთად შევხვდი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შირგაზის ბაზაზე, პირადად გავიცანი ისინი. საქართველოსთვის თავის გაწირვა ღირსეულთა ხვედრია. დარწმუნებული ვიყოთ ყველა, რომ ამ ბიჭების თავდადება მიგვიყვანს ერთიან საქართველომდე. ღმერთი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მფარველი,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო და სამძიმარას უცხადებს მათ ოჯახებსა და ახლობლებს. დეპარტამენტი თანადგომას უცხადებს თავდასხმის შედეგად დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ ოჯახებს და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„დიდი იმედი გვაქვს, ისევე როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ ქართველი მეომრების თავგანწირვა, მხედრული მამაცობა და მაღალი პროფესიონალიზმი თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ISAF-ის მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევაში და ავღანეთის მიწაზე მალე დადგება მშვიდობიანი განვითარების დრო,“ - ნათქვამია განცხადებაში.
დაღუპული სამხედროები საქართველოს შეიარაღებული ძალების 4-ე ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. მცროსი სერჟანტი ზვოიად დავითაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა. მას მიღებული აქვს 3-ე ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“.
კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში 2007 წლიდან ირიცხებოდა, მას მიღებული აქვს მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“. კაპრალი ვლადიმერ შანავა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა. მას მიღებული აქვს მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“. ქართველი სამხედროები წარდგენილები არიან ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდემზე.
აღსანიშნავია, რომ ავღანეთში საქართველო 1600 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. საერთაშორისო ოპერაციაში საქართველო შეიარაღებული ძალების ქვედანაოფი 2004 წლიდან იღებს მონაწილეობას. ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდის განმავლობაში ასეულის ქვედანაყოფი 10-ჯერ გაიზარდა. 2012 წლის სექტემბრიდან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილით, ავღანეთის საერთაოშორისო მისიაში საქართველოს წვლილი გაორმაგდა.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქარველომ ავღანეთში 23 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ყველაზე დიდი მსხვერპლი საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 2010 წლის 30 სექტემბერში განიცადა. ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში ერთდროულად 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. გარდაცვლილ გმირებთან ერთად, საქართველოს ჰყავს დაჭრილი გმირები, რომელთა დიდი ნაწილი მკურნალობას გადიან აშშ-სა და გერმანიის კლინიკებში.
2013 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში 19 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ასევე, არიან დაჭრილებიც. თუმა, ამ გმირების შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო მალავდა. გარდა ამისა, კონფიდენციალურად ხდებოდა მათი ჩამოსვენება და მიწას მიბარება. მეტიც, ოჯახის წევრებს სამხედრო პოლიციის თანამშრომლები უკრძალავდნენ კომენტარის გაკეთებას. უკრძალავდნენ ჯურნალისტებს კადრების გადაღებას. სამხედრო პოლიციისა და „კუდ“-ის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდა ამ გმირების დასაფლავება.
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებდა, თუ დაღუპული სამხედროების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდებოდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სათანადო პატივის მიგება არ ხდებოდა ქართველი ჯარისკაცებისთვის. დღეს ამ კუთხით, ცვლილებები ნამდვილად რადიკალურია.
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, რომ პატივი მიაგოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპული ბიჭების ხსოვნას. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო სპეციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სამშვიდობო მისიაში დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილირაციის პროგრამას და მათი სურვლის შემთხვევაში მათ საშუალება აქვთ, სამსახური გააგრძელონ შეიარაღებულ ძალებში, მიუხედავად მათი ფიზიკური მდგომარეობისა.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, თეონა აქუბარდია for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლება ყვრლაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ავღანეთში დაღუპული ბიჭების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გამხადიყო.
„მიდგომები აბსოლუტურად შეცვლილია თავდაცვის უწყების მხრიდან. იმ 19 დაღუპული ბიჭების შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის. რადიო „თავისუფლების“ გვერდზე გაკეთდა ინფორმაციული გვერდი ამ ბიჭების შესახებ. სახელმწიფოს ისიც კი არ გაუკეთებია, რომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაედო ინფორმაცია რა რაოდენობა ჰყავდა დაღუპული და ვინ იყვნენ ეს ხალხი და რითი იყვნენ გამორჩეული. თავდაცვის უწყების პოზიცია იყო ასეთი - ნებისმიერი ინფორმაცი გამოიწვევდა უკურეაქციას და იქნებოდა დიდი საზოგადოებრივი მოთხოვნა, რომ ავღანეთიდან გამოეყვანა შეიარაღებული ძალები.
ამ შემთხვევაში, ამ სტრატეგიას არანაირად შედეგი არ მოჰყვა. რამდენადაც, ნებისმიერ შემთხვევაში ახალი მსხვერპლის გაჩენის დროს არის ეს მოთხოვნა. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ინფორმაციას დავმალავთ, თუ არ დავმალავთ. ეს ინფორმაცია მაინც არ იმალება. საჭირო იყო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რასაც აკეთებს ახლანდელი უწყება. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ქართული კონტიგენტის გმირული ოპერაციის შესახებ, სადაც თავი ისახელეს ჩვენმა ჯარისკაცებმა. უნდა იყოს აუცილებლად კარგი მაგალითები ავღანეთიდან და უნდა ვიცოდეთ ჩვენ, როგორ იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცები და რამდენად პატივს სცემენ მათ კოალიციის ჯარები,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ღირსეული პატივი მიაგოს მის გმირებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რიტუალის ჩატარება, ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენი დაღუპულების ხსოვნას. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს და მოვალეც არის, რომ ეს პატივი გამოხატოს. კარგია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და ტარდება სამოქალაქო პანაშვიდი. თუცმა, რას შეეება საკითხებს, კვლავ და კვლა თავდაცვის უწყება დახურული სივრცეა და კვლავ არაა გასაჯაროებული რა მოხდა რეალობაში. ვითარების დამალვა, ეს მავნე ტრადიცია კვლავ გრძელდება.
ჩვენი გმირებისთვის სათანადო პატივის მიგება არ ხდებოდა 2013 წლამდე. პოლიტიკა, რომელსაც ამ მიმართულებით თავდაცვის უწყება ახორციელებდა, იყო დანაშაულებრივი. იმიტომ, რომ ფაქტების დამალვა, შენიღბვა, ინფორმაციის გამოსვლა თავდაცვის უწყებიდან იყო დანაშაული, რასაც ახორციელებდა ძველი უწყება. ამით თავდაცვის უწყება მალავდა იმიას, რომ ამ მისიისთვის ქართული კონტიგენტი არ იყო მზად და არ იყო სრულყოფილი მომზადება“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
„ინფორმაცია, როგორც დაღუპულებზე, ასევე დაჭრილებზე, არ უნდა იყოს დამალული,“ - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი, რომლის თქმით მნიშვნელოვანია ის, რომ მოქალაქეების ნაკადი არ წყდება ქვაშვეთის ეკელესიასთან და პატივს მიაგებენ ქვეყნისთვის დაღუპული ბიჭების ხსოვნას.
„ეს ასე არ ხდებოდა აქამდე. მალულად ხდებოდა ამ ბიჭების დასაფლავება და მეტიც, საზოგადოებამ არაფერი იცოდა დაჭრილების რაოდენობისა და მათი მდგომარეობის შესახებ. არ ვიცით, ინვალიდად დარჩენილი ადამიანების მდგომარეობა როგორია, ბევრი დარჩა ხეიბარი, ჯარიდან დაითხოვეს. საზოგადოებას, მარტო ის კი არ უნდა გვაინტერესებდეს ვინ სად დაიღუპა, უნდა გვაინტერესებდეს ის ინვალიდად დარჩენილი ბიჭები, რომლებმაც ამ საერთაშორისო მისიაში თავიანთი ჯანმრთელობა შესწირეს.
ის, რომ ინფორმაციას მალავდნენ, ეს იყო არასწორი. ისინი არიან ღირსეული წარმომადგენლები ქართული საზოგადოების და საქართველო ვალდებულია სათანადო პატივი მიაგოს მათ ხსოვნას. აუცილებელია საზოგადოების და სახელმწიფოს ყურადღება მათი ოჯახების მიმართ. მალავ მხოლოდ დანაშაულს, როდეასც მალავ და ჩქმალავ რაღაცას, ე.ი. პრობლემა გაქვს.
პრობლემა კი, ბაჩო ახალაიას ახირება იყო. მაინცდამაინც ცხელ წერტილში მოინდომა შეიარაღებული ძალების გაყვანა. უაზროდ გაზარდეს კონტიგენტი. მე ვსვამ კითხვას, - რამდენი დაჭრილია ავღანეთის კამპანიაში? აქიდან რამდენია ხეიბარი დარჩენილი? რამდენი მოეწყო სამსახურში? თუ მივივიწყეთ ის ბიჭები? ერთხელ გმირი დავუძახეთ და მერე დაგვავიწყდა?“, - ამბობს აკია ბარბაქაძე.