გენერალი თამაზაშვილი კალმახელიძის და სააკაშვილის დაკითხვას ითხოვს

გენერალი თამაზაშვილი კალმახელიძის და სააკაშვილის დაკითხვას ითხოვს

2012 წლის 18 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული იქნა ინფორმაცია და ვიდეო-მასალა, რომლის თანახმად მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე-ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ახორციელებდნენ პატიმართა მიმართ არადამიანურ მოპყრობას.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პატიმართა მიმართ არადამიანური მოპყრობა და ვიდეო-ფირზე დაფიქსირება ხებოდა, პატიმარობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილის დაკვეთით სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლად. ამავე ინფორმაციით, ლევან ფურცხავნიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეო-ფირი და 17 000 ამერიკული დოლარი.

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ დანაშაული გახსნილად გამოაცხადა.

სიმადვილეში კი მოხდა შემდეგი: 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი კადრები გაიტანა ევროპის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც გეგმავდა მათ დემონსტრირებას ევროპელი უფლებადამცველების წინაშე. მოსალოდნელი სკანდალის თავიდან აცილების მიზნით, ადეიშვილმა გადაწყვიტა დაესწრო მოვლენებისთვის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან, დავით ჭაკუასთან ერთად შეიმუშავა სპეციალური დანაშაულებრივი გეგმა, რომლის თანახმად, მე-8 იზოლატორის თანამშრომლებს, კერძოდ, ბედუკაძესთან დაახლოებულ პირებს - ლევან ფხალაძეს და ბორის ფარულავას მეტსახელად „ბასტის“ და „ბუბუს“ ციხეში უნდა ეცემათ და ეწამებინათ პატიმრები, ყოველივე ამის ამსახველი კადრები კი, რომელსაც ფარულად ჩაიწერდნენ, იმდროინდელი ოპოზიციური გაერთიანების „ქართული ოცნების“ შეკვეთად წარედგინათ. დავით ჭაკუამ დაიყოლია ამავე დაწესებულების თანამშრომელი ლევან ფურცხვანიძე, რომელმაც 2012 წლის 18 სექტემბეტს მოახდინა ფხალაძის და ფარულავას დანაშაულზე პროვოცირება.

შესაბამისად, დანაშაულის პროვოცირების ბრალდებით, მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს და დავით ჭაკუას ბრალი წაუყენა, ხოლო გენერალი თამაზაშვილი დაზარალებულად ცნეს. რატომ ითხოვს კალმახელიძის დაკითვას და ვის უნდოდა მისი ლიკვიდაცია? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გენერალ, თამაზ თამაზაშვილს ესაუბრა.

თამაზ თამაზაშვილი: უნდა დაიკითხოს კალმახელიძე. ალიევს, რომელიც საკანში შემომიგზავნეს ხათუნა კალმახელიძე დახვდა ციხის უფროსის კაბინეტში და განკარგულებას აძლევდა როგორ უნდა მოვეწალმე. მთელი წლის განმავლობაში ეძებდნენ რაღაცას, დაწყებული პრეზიდენტით და მისი ძალოვანი მინისტრებით, მაგრამ ვერაფერი იპოვეს ჩემი საწინააღმდეგო. ადეიშვილის და ჭაკუას მიერ განხორციელებული უკანონობის გამო კი მცნეს დაზარალებულად.

ყველა უნდა დაიკითხოს - გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა, რომელმაც განაცხადა, რომ თითქოს, ციხის კადრები ჩემი ორგანიზებით გავრცელდა და მე გადმოვიბირე ციხის თანამშრონლები. მაშინ, ტელევიზიით გამოვიდნენ მაშინდელი შს მინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და თქვეს, რომ ციხის კადრები თამაზ თამაზაშვილის მოწყობილიაო.

ბატონო თამაზ, მაშინ თუ დაგკითხათ თქვენ პროკურატურამ, როდესაც უკვე ბრალი დაგსდეს?

- არა. ჩემთან საკანში არავინ შემოსულა. თუ კი ჩემი ორგანიზებული იყო ეს კადრები, მაშინ ჩემთან ვინმე ხომ უნდა შემოსულიყო და ხომ უნდა დავეკითხეთ? სპეციალურად ააგორეს შავი პიარი ჩემს წინააღმდეგ.

როგორც ცნობილია პრეზიდენტის დაკითხვას ითხოვთ...

- რა თქმა უნდა, უნდა დაიკითხოს სააკაშვილი. ის ყვიროდა თამაზაშვილი კრიმინალია, რომ თამაზაშვილი ნარკოტიკების გადამზიდავიაო. უნდა დაამტკიცოს რატომ ვარ კრიმინალი და ნარკოტიკების გადამზიდავი. ერთი ფაქტი თუ არსებობს, უნდა გამოაქვეყნოს.

როგორ ფიქრობთ, რატომ უნდოდათ თქვენი ლიკვიდაცია, რაში აწყობდა ეს ხელისუფლებას?

- მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველგან ეძებეს და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ერთი მტკიცებულება მაინც მოეპოვებინათ, ან ნარკორეალიზატორობაზე, ან იმაზე, რომ შეკრული ვიყავი კრიმინალებთან, ან ქურდებთან და, ან ვიყავი ადამიანების გამტაცებელი. მთელი წელი ეძებდნენ ამას, მაგრამ ვერ იპოვეს. როცა ვერაფერი იპოვეს, ჩიხში შევიდნენ. მერე გადავიდნენ იმაზე, რომ მიადგნენ პატიმრების იმ კატეგორიას, რომლებსაც მისჯილი ჰქონდათ 20-30 წელი. მათ აძალებდნენ, რომ თითქოს, მე და ჩემმა შვილმა, მათ ნარკოტიკები და იარაღები მივუტანეთ, მაგრამ ვერ გატეხეს ეს პატიმრები. მათ თქვეს, რომ ჩვენ ამას ვერ დავწერთო. ამის გამო, სასჯელი დაუმატეს იმ პატიმრებს. ვერაფერი, რომ ვერ ნახეს, მერე გადაწყვიტეს, რომ მოეხდინათ ლიკვიდაცია, რაც ასევე არ გამოუვიდათ.

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც თქვენი დაკავების მიზეზი გახდა, აღმოჩნდა უვარგისი...

- იარაღის ტარების უფლება მაქვს, მაგარამ ჩამიდეს ავტომატი. ისიც ვერ გაითვალისწინეს და გაფუჭებული ავტომატი ჩამიდეს, რაც სასამართლო ექსპერტიზამ დაადასტურა. ის ავტომატი როგორც გავიგე ერთ 50 კაცს ჩაუდეს მერე. ყველაფერი გამოსაკვლევია. მე არა მარტო ბოდიშის მოხდას ვითხოვს, არამედ ვითხოვ ამ ადამიანების დასჯას. როცა ადამიანს აბრალებ დანაშაულს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.

მიხეილ სააკაშვილს მართლაც შეხვდით პანკისის ხეობაში პეტრე ცისკარიშვილის გათავისფლების დროს, როგორც ამას თავად ამბობდა?

- სააკაშვილი იძახდა, რომ თითქოს, შევხვდი კახეთში და თვალით ვანიშნებდი, რომ პეტრე ცისკარიშვილი აქ არის და მალე გამოვიყვანდი. ცისკარიშვილი მართლაც მე გამოვიყვანე, მაგრამ იქ მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ მინახია. ის არის მატყუარა კაცი. სირცხვილია, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია. ათიდან ათ ტყუილს იძახის ეს კაცი, სულ იტყუება. ადამიანს იმხელა თანამდებობა უნდა ჰქონდეს, რამხელა ჭკუაც აქვს.