ბრიტანეთის პრემიერი: დონალდ ტრამპთან შეხვედრა შესაძლოა უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ისტორიული ნაბიჯი გახდეს

ბრიტანეთის პრემიერი: დონალდ ტრამპთან შეხვედრა შესაძლოა უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ისტორიული ნაბიჯი გახდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრა შესაძლოა უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ისტორიული ნაბიჯი“ გახდეს.

თეთრ სახლში ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას, სტარმერმა აღნიშნა: ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ, ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ამ შეხვედრიდან მომდინარეობს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების კუთხით“.

ბრიტანეთის ლიდერის თქმით, ტრამპის მიერ „[ნატოს] მეხუთე მუხლის სტილის“ უსაფრთხოების გარანტიებზე მინიშნება შეესაბამება იმ სამუშაოს, რომელსაც მსურველთა კოალიცია“ - უკრაინის მთავარი ევროპელი მოკავშირეები - ბოლო თვეების განმავლობაში ახორციელებს.