დონალდ ტრამპის ინიციატივა, რომელიც რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის ლიდერების სამმხრივ შეხვედრას ითვალისწინებს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააფართოვა.
მაკრონი წინადადებით გამოვიდა, რომ მოლაპარაკებებს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ევროპელი ლიდერებიც შეუერთდნენ.
მაკრონმა განაცხადა, რომ შემდგომ ეტაპზე საჭიროა „ოთხმხრივი შეხვედრა“, რადგან „როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას ვგულისხმობთ“.