ახალი მიდგომა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ოფიცრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ახალი მიდგომა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ოფიცრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

http://www.nytimes.com/2013/04/29/world/europe/georgia-promises-new-look-at-freddie-woodruff-killing.html?pagewanted=all&_r=3&

საქართველოს ახალი ხელისუფლება 20 წლის წინ თბილისის გარეუბანში, მანქანაში მოკლული აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრის, ფრედი ვუდრაფის სკანდალური საქმის გამოძიებას აპირებს– იუწყება "ნიუ-იორკ თაიმსი".

"საქმე სათანადოდ არ იქნა გამოძიებული. ჩვენ სერიოზული ეჭვები გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, რაც რეალურად მოხდა", - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში ყოფნისას მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიში.

აშშ-ის დაზვერვის  ცენტრალური  სააგენტოს წარმომადგენელი ფრედი ვუდრადფი, რომელიც კავკასიის რეგიონში სააგენტოს წარმომადგენელი იყო, 1993 წლის 8 აგვისტოს მოკლეს. საგამოძიებო საქმის მიხედვით, ის ნასვამი მამაკაცის ტყვიას ემსხვერპლა. 1994 წელს მისი მკვლელობის ბრალდებით ანზორ შარმაიძე დააკავეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, მოგვიანებით სასჯელის ვადა 18 წლამდე გაუზარდეს. შარმაიძე 2008 წელს გათავისუფლდა, - წერს "ნიუ-იორკ თაიმსი".

როგორც ამერიკულ გამოცემას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განუცხადა, ის ახლოს არ გაცნობია საქმის დეტალებს. თუმცა, სჯერა, რომ შარმაიძე მხოლოდ იმიტომ გაასამართლეს, რომ "მათ სჭირდებოდათ ვიღაც", ვისაც დააბრალებდნენ მკვლელობას, რომელმაც საქართველოს მაშინდელი ლიდერი ედუარდ შევარდნაძე სერიოზულად შეაცბუნა.

 ამერიკული გამოცემა წერს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა კარგა ხნის განმავლობაში იყო გასვრილი პოლიტიკური ჩარევებით.

სტრასბურგში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი, სწორედ ევროპელი მაღალჩინოსნებისა და დეპუტატების დარწმუნება იყო, რომ მისი ახალი მთავრობა კანონის უზენაესობის მიმდევარია. მისი პოლიტიკური ოპონენტი, კერძოდ, კი ქვეყნის პროამერიკელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მას სასამართლო სისტემის პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენებაში ადანაშაულებს.

სააკაშვილი- ს რამდენიმე მოკავშირის წინააღმდეგ საგამოძიებო საქმე აღიძრა და როგორც ივანიშვილი აცხადებს, არსებობს "დიდი ალბათობა", რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კორუფციისა და სხვა დანაშაულების ბრალდების გასამართლდეს, მათ შორის 2011 წელს თბილისში გამართული აქციის ძალადობრივი გზით დარბევისთვის, წერს "ნიუ-იორკ თაიმსი".

"პრეზიდენტის მხარდამჭერების სამართლებრივი დევნა შერჩევითი სამართლის ან უარეს შემთხვევაში აშკარა პოლიტიკური დევნის ნათელ სურათს ასახავს", - ციტირებს "ნიუ-იორკ თაიმსი" გიგა ბოკერიას სიტყვებს, რომელმაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ აშკარა სამხილი არ არსებობს და პრემიერ-მინისტრის რემარკებს სააკაშვილი ს წინააღმდეგ "მთავარო პოლიტიკური მეტოქის დისკრედიტაციის კიდევ ერთ მცდელობად" აფასებს.

"ნიუ-იორკს თაიმსი" ასევე ავრცელებს ფრედი ვუდრაფის მკვლელობის ერთ-ერთი გამომძიებლის მაიკლ პულარას კომენტარს. იგი აცხადებს, რომ ერთობ სასიამოვნოა თუ ახალი მთავრობა ამ მისტიკურ საქმეს გამოიძიებს. მისივე თქმით, შარმაიძე უბრალო მსხვერპლია, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იყო – ვაშინგტონისთვის, რომელსაც სურდა დამნაშავის დაკავება და რუსეთისთვის, რომელსაც ამ მკვლელობასთან არანაირი კავშირის ქონა არ სურდა.

როგორც ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, დაპირისპირება რუსეთსა და აშშ-ის შორის მძიმედ დააწვა საქართველოს 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

მღელვარე წლებში, რაც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, ვაშინგტონი სწრაფად შეეცადა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში საკუთარი ძლიერი წარმომადგენლობის შექმნას, მათ შორის საქართველოს დედაქალაქში ცენტრალური სადაზვერო სააგენტოს პოსტის შექმნას, რომელსაც ფრედი ვუდროფი ხელმძღვანელობდა.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ვუდროფი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცერს ოლდრიჩ ეიმსს შეხვდა, რომელიც მოგვიანების რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლდა. ვუდროფს ერთი ტყვია ესროლეს მანქანაში, რომელსაც შევარდნაძის უსაფრთხოების ოფიცერი ელდარ გოგოლაძე მართავდა.

ვაშინგტონი და მოსკოვი აგრძელებენ სპარინგს საქართველოსთვის და ორივე ყურადღებით აკვირდება, როგორ გაუმკლავდება ურთიერთობას ივანიშვილი ცივი ომის ორი ყოფილ მეტოქესთან, - წერს "ნიუ-იორკ თაიმსი".

"მდიდარი ბიზნესმენი, რომელმაც ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთში იშოვა, რუსეთთან მანამდე გაყინული ურთიერთობების გალღვობას ცდილობს. თუმცა, ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი მთავრობა საქართველოს პროდასავლური კურსის შენარჩუნებას ცდილობს და მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, ყველა ძალისხმევას გამოიყენებს ნატო-ში გასაწევრიანებლად. მისივე თქმით, ბოსტონის მარათონის ტერაქტმა აჩვენა, რომ რუსეთს, აშშ-სა და საქართველოს ერთი საერთო მტერი ჰყავთ ჩეჩნი ბოევიკების სახით და მან პირობა დადო, რომ ბოლოს მოუღებდა ჩეჩენი სეპარატისტების საქართველოზე გავლას, რის მიმართაც წინა მთავრობა ტოლერანტური იყო",– აღნიშნავს გამოცემა.

"ვიცით, რომ წლების განმავლობაში საქართველო ბოევიკებისთვის ტრანზიტული ქვეყანა იყო. ეს ახლა აღარ ხდება. მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რომ წინა მთავრობა თანამშრომლობდა სეპარატისტებთან", - ციტირებს "ნიუ-იორკ თაიმსი" ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი"პროფესიონალი მატყუარაა" და ევროპა და აშშ შეცდომაში შეყავდა. ახლა კი ევროპაცა და აშშ-ც მის რეალურ სახეს ხედავენ.

თუმცა, - წერს "ნიუ იორკ თაიმსი" და დასძენს, რომ ბოკერია პრემიერ-მინისტრის გამონათქვამებს "პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს" უწოდებს.

"არ არსებობს იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობისას საქართველო რაიმე შეიარაღებულ დაჯგუფებას რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის ნებას რთავდა. არ არსებობს უტყუარი ფაქტები, რომელიც ამ განცხადებებს გაამყარებს, რადგან ეს  აბსოლუტური ტყუილია", - აღნიშნავს  გიგა ბოკერია.