დაახლოებით ათი წლის წინ იმ დროისთვის ახალგაზრდა სტუდენტი ანა ლოლიაშვილი იმ დემონსტრანტებს შორის იყო, რომლებიც თბილისის ცენტრში შეიკრიბნენ, რომლის შედეგადაც ვარდების რევოლუციით ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა.
მას შემდეგ ის პოლიტიკურ დემონსტრაციებს თავს არიდებდა, მაგრამ მონაწილეობა მიიღო ამ თვეში გამართულ მიტინგში, რომ ეჩვენებინა სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი მისი მხარდაჭერა, რომელიც ოქტომბრის არჩევნებში დამარცხდა და ეხლა ცდილობს გაახალგაზრდაოს პარტია და განახორციელოს რებრენდინგი, როგორც ოპოზიციურმა ძალამ.
მაგრამ რამოდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც 19 აპრილს შეიკრიბა საქართველოს დედაქალაქში, პარლამენტის ძველი შენობის წინ, ძალიან პასიური იყო და გამოკითხვებმაც უჩვენა პარტიის მხარდაჭრის მკვეთრი კლება.
ლოლიაშვილი, რომელიც ეხლა 32 წლის დედაა, აცხადებს, რომ მისი აზრით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია.
„მათ ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები“ ამბობს ლოლიაშვილი. „ხალხი ძალიან უკმაყოფილოა ყოფილი მთავრობით. ისინი ხედავენ მხოლოდ იმ უარყოფით მოვლენებს, რომლებიც მოხდა. ისინი აღარ ხედავენ იმ დადებითს, რაც გაკეთდა“.
სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმყოფებოდა ქართული პოლიტიკის სათავეში დაახლოებით ათი წლის განმავლობაში. მაგრამ პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" კოალიციასთან დამარცხებიდან ექვსი თვის შემდეგ ისინი წარმოადგენენ იმ ძლიერი ძალის აჩრდილს, რომელსაც ერთ დროს გააჩნდა იმის ამბიცია, რომ განეხორციელებინა სამხრეთ კავკასიის ამ ცვალებადი სახელმწიფოს ტრანსფორმაციული მოდერნიზაცია.
ამის დამამტკიცებელ საბუთს წარმოადგენს 19 აპრილის ანტისამთავრობო დემონსტრაცია. ერთიანი "ნაციონალური მოძრაობა" ეცადა ამ მიტინგით მეგობრებისა და მტრებისთვის ეჩვენებინა, რომ ის კვლავ ანგარიშგასაწევი ძალა იყო. „ჭორები ჩენი გარდაცვალების შესახებ გაზვიადებულია“ განაცხადა ტრიბუნიდან პარტიის საპარლამენტი ხელმძღვანელმა დავით ბაქრაძემ
როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამ მიტინგმა უჩვენა პარტიის მოსალოდნელი პოლიტიკური უძლურება.
მარინა მუსხელიშვილი, თბილისში არსებული სოციალური კვლევების ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაიზიარებს იმავე ბედს, რასაც ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევადნაძის მოქალაქეთა კავშირი, რომელიც დაიშალა 2003 წელს ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ.
„არსებობდა შემდეგი სახის ტენდენცია - მმართველი ძალა ხელისუფლებაშია და ამიტომაც არის პარტია ძლიერი“ ამბობს მუსხელიშვილი „როგორც კი პარტია კარგავს ძალას, ის იშლება. ეს მოხდა მმართველი პარტიების შემთხვევაში და ეს მოელის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
მობილიზაციის მცდელობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელების თანახმად მიტინგი უდიდესი წარმატება იყო და როგორც ისინი აცხადებენ, მას 10 000 ადამიანი დაესწრო. ტრიბუნიდან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიტინგის დამსწრე ხალხის ტალღას ბოლო არ უჩანდა.
მაგრამ, მიტინგის თვითმხილველები ამბობენ, რომ სინამდვილეში, დამსწრეთა რაოიდენობა ზემოთ ხსენებული ციფრის ნახევარიღა თუ იყო.
კრიტიკოსების თქმით, დამსწრეების უმრავლესობას წარმოადგენდნენ მამაკაცები, ახალგაზრდების მცირე ჯგუფი და დამსწრეების უმრავლესობა მობილზირებულ იქნა რეგიონებში, რომლებიც ჩამოყვანილ იქნენ ავტობუსებით ძირითადად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
უფრო მეტიც, მიტინგიდან ზუსტად ერთი დღის შემდეგ საზოგადოებრივი აზრის ახალმა გამოკითხვამ უჩვენა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოწონების მაჩვენებელმა ძლივს მიაღწია ორ ციფრიან ინდექსს.
გამოკითხვის თანახმად, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ერონულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ჩაატარა და გამოაქვეყნა 22 აპრილს, ქართველი ამომრჩევლების მხოლოდ 10-მა პროცენტმა დაასახელა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც მათთვის მისაღები პარტია, ხოლო 60 პროცენტზე მეტმა გამოკითხულმა, კი მათთვის მისაღებ პარტიად "ქართული ოცნების" კოალიცია დაასახელა.
დამატებით, 63 პროცენტი დადებითად აფასებს ივანიშვილის, როგორც პრემიერ მინისტრის საქმიანობას, ხოლო სააკაშვილის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15 პროცენტს უდრის.
გამოკითხვამ უჩვენა, რომ ხალხი გაცილებით უფრო მეტად ენდობა "ქართულ ოცნებას" ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას ყველა ძირითად საკითხთან მიმართებაში, შრომიდან დაწყებული დამთავრებული ეკონომიკითა და სამართლის დაცვით. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებშიც კი, რომელიც ტრადიციულად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძლიერ მხარედ ითვლებოდა, საზოგადოების უმრავლესობა უპირატესობას "ქართულ ოცნებას" ანიჭებს. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებითაც, მმართველმა კოალიცია ამარცხებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 68:4 მაჩვენებლით. ხოლო ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითთან მიმართბაში, ქართულ ოცნებას მხარს უჭერს 54%, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კი 9%.
გადარჩენა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ეს მონაცემები წარმოადგენენ თაფლობის თვეს "ქართული ოცნებისთვის" და მიაჩნიათ, რომ მათი მაჩვენებლები გაიზრდება, მას შემდეგ რაც საზოგადოებას გაუჩნდება უკმაყოფილება ახალი მთავრობის მიმართ.
პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ყოველივე გამოსწორდება ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2014 წლის მაისისთვის და სავარაუდოდ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც.
გია ნოდია, თბილისში კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი აცხადებს, რომ პარტიის გადარჩენით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძალიან კარგ პოზიციაში აღმოჩნდება იმ დროს, როცა მმართველი კოალიცია დაკარგავს მხარდაჭერას.
„ამჟამად საზოგადოების მხრიდან მათი მოწონების მაჩვენებლები დაბალია, მაგრამ ისინი წარმოადგენენ, ერთადერთ მნიშვნელოვან ოპოზიციურ პარტიას. ისინი იმედოვნებენ, რომ თაფლობის თვის პერიოდი გადაივლის მალე და ისინი იქნებიან ერთადერთი ოპოზიციური პარტია და შესაბამისად ისარგებლებენ ქართული ოცნების საქმიანობით მოსახლეობის უკმაყოფილებით“. ნოდიას თქმით „ის, რომ ძალაუფლების დაკარგვიდან 7 თვის შემდეგ ისინი კვლავ არსებობენ, ეს უკვე მიღწევაა“.
მაგრამ, იმისთვის, რომ ქართული ოცნების თაფლობის თვის დასასრული თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მათ დაჭირდებათ არსებული მნიშვნელოვანი შიდა განხეთქილებების დაძლევა.
პარტია, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას წარმოადგენდა დისციპლინირებულ ძალას, რომელიც შეთანხმებით მოქმედებდა, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებაში ასე ჩანდა, ეხლა წარმოადგენს შიდა ბრძოლების შედეგად დანაწევრებულ ძალას. და იზრდება მის მიერ ჭუჭყიანი თეთრეულის საჯაროდ გამოტანის შემთხვევები.
აპრილის დემონსტრაციებამდე რამოდენიმე დღით ადრე დათა ახალაიამ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსიანია, გამოაქვეყნა წერილის ფეისბუკზე, რომლითაც შეუტია სააკაშვილის თანამებრძოლს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს, რომელიც გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრი სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის ძირითადი ნაწილის განმავლობაში.
წერილში მერაბიშვილი დადანაშაულებული იყოს ციხის სკანდალის ინსცენირებაში, რომელიც მოხდა წინა წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამოდენიმე კვირით ადრე და როგორც ამას დამკვირვებლების უმრავლესობა მიიჩნევს, იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამარცხების მნიშვნელოვანი ფაქტორი. ახალაიას ძმის, ბაჩო ახალაიას საქმეს - ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, რომელიც აგრეთვე გახლდათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი - ამჟამად განიხილავს სასამართლო ქვეშევრდომების ცუდად მოპყრობის გამო. დათა ახალაიას მიმართაც არსებობს სისხლის სამართლის ბრალდებები, რის გამოც მან ქვეყანა დატოვა.
ეს დასასრული არ არის
პარტიის წევრებს შორის შიდა განხეთქილებები და ქვეყნიდან გაქცევა დამახასიათებელია იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელმაც ძალაუფლება დაკარგა, აცხადებს მუსხელიშვილი.
„(ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) ძალიან ძლიერად შეერწყა სახელმწიფო ბიუროკრატიას. მას გაიმეორა საბჭოთა პარტია-სახელმწიფო სისტემის ტრადიცია“ ამბობს მუსხელიშვილი. „რაც შეეხება იმ ხალხს, რომლებიც იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და შემდეგ იქცნენ ბიუროკრატებად, მათ ურჩევნიათ სამსახურების შენარჩუნება, ვიდრე ის, რომ გადადგნენ და იბრძოლონ გაურკვეველი პოლიტიკური მიზნებისთვის“.
მიუხედავად თავისი პრობლემებისა, ერთიან "ნაციონალურ მოძრაობას" კვლავ გააჩნია ის აქტივები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა, როგორც სიცოცხლისუნარიანმა პოლიტიკურმა ძალამ, მინიმუმ მოკლე ვადით მაინც.
ისინი ინარჩუნებენ პრეზიდენტის პოსტს, მინიმუმ ოქტომბრამდე მაინც, როცა სააკაშვილს ვადა ეწურება, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ძალაუფლება მნიშვნელოვნად შემცირდა საკონსტიტუციო რეფორმების შედეგად, რომლის საფუძველზეც მისი ძალაუფლების დიდი ნაწილი გადაეცა პრემიერ მინისტრს და პარლამენტს.
უფრო მეტიც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წამყვანი ფიგურა გიგი უგულავა კვლავ რჩება თბილისის მერის თანამდებობაზე, მინიმუმ 2014 წლის მაისის არჩევნებამდე, რაც პარტიას აძლევს იმის საშუალებას, რომ ეფექტური კონტროლი გაუწიოს დედაქალაქის ეკონომიკურ რესურსებს.
და ალბათ რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, პარტიას კვლავ გააჩნია მნიშვნელოვანი პოზიციები ქართულ მედიაში. მისი მომხრეები აკონტროლებენ მნიშვნელოვან სამაუწყებლო საშუალებებს, კერძოდ კი ქვეყნის წამყვან სატელევიზიო კომპანია "რუსთავი - 2"-ს.
დამატებით, "ქართული ოცნება" წარმოადგენს პარტიების კოალიციას, რომლის შემადგენლობაში შედიან ისეთი პარტიები როგორიცაა მემარჯვენე ნაციონალისტებით დაწყებული დამთავრებული მემარცხენე სოციალისტებით, რომელთაც თავიანთი შიდა დანაყოფები აქვთ, რომლებიც შეიძლება რომ კვლავ სუსტი იყოს.
მთავრობის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს სისუსტე შეიძლება იყოს საჩუქარი ქართული პოლიტიკური სისტემისთვის. ისინი იმედოვნებენ, რომ ფართო ალიანსი ადრე თუ გვიან იქცევა კონკურენტუნარიან მრავალპარტიულ სისტემად, რომელიც საბოლოოდ დაამსხვრევს ერთი მმართველი პარტიის მიერ მეორე მმართველი პარტიის ჩანაცვლების ციკლს.