ევროსაბჭოს პოლონელი დეპუტატი ზბიგნევ გირჟინსკი ტვიტერზე წერს, რომ მან საქართველოს პრემიერ ბიძინა ივანიშვილს შეკითხვა ქართული დელეგაციის წევრებთან ჩიორა თაქთაქიშვილთან და თინათინ ბოკუჩავასთან შეათანხმა.
„თქვენ არ გიყვართ თქვენი ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან გიყვართ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი“, – მიმართა ზბიგნევ გირჟინსკიმ ბიძინა ივანიშვილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე კითვის დასმისას.
„პოლიტიკა არ უნდა იყოს პიროვნებების სიყვარულზე აგებული“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლონელი დეპუტატის კითხვის შემდეგ.
ივანიშვილის განცხადებით, მთავრობის მეთაურს, პირველ რიგში, უნდა უყვარდეს საკუთარი ქვეყანა და ცდილობდეს, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას.