მოსამართლეები სასამართლო რეფორმის მხარდამჭერ ჯგუფებს ქმნიან

მოსამართლეები სასამართლო რეფორმის მხარდამჭერ ჯგუფებს ქმნიან

მოსამართლეები სასამართლო რეფორმის მხარდამჭერ ჯგუფებს ქმნიან. მათ მიზანს, როგორც თავად აცხადებენ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მიღწევა და მოსამართლეთა ამ მიზნის გარშემო გაერთიანება წარმოადგენს. ჯგუფის მიზანია, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე, დახურული კენჭისყრის პირობებში, იუსტიციის საბჭოში არჩეული იყვნენ ღირსეული და მიუკერძოებელი წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ და ქართულ სასამართლოს დამოუკიდებლობის რეალური შანსი გაუჩნდება.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, ვლადიმერ ხუჭუას განცხადებით, ჯგუფის მიზანია, კოლეგებთან ერთად, ღიად დავიწყონ რეფორმის მხარდაჭერა, რომელიც მოსამართლეებისთვის და სასამართლო სისტემისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა შეიქმნას არა წარსულისთვის, არამედ – მომავლისთვის და მასში უნდა იყვნენ სრულიად დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც მიუკერძოებლად და ობიექტურად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

მოსამართლეების მხრიდან სასამართლო რეფორმის მხარდან ჯგუფების შექმნის შესახებ, არაფერი იცის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, რომლის განმარტებით, მთავარია, რომ ამ პროცესში გარე ძალების მხრიდან ჩარევა არ მოხდეს. 

მოსამართლეების გადაწყვეტილებას მიესალმება ყოფილი მოსამართლე, თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, სამართალმცოდნე მერაბ ტურავა. როგორც მან for.ge-სთან საუბრიას აღნიშნა, მისასალმებელია მოსამართლეების მხრიდან გულწრფელად შექმნილი პროფესიული გაერთიანება.

მერაბ ტურავა: დღეს მოქმედი იუსტიციის საბჭო მოსამართლეების მიერ არაა არჩეული. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარსდგინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უმეტესობა ადმინისტრაციის კომტეტს ღია კენჭისყრით ჰყავს არჩეული.

ბატონო მერაბ, როგორც ცნობილია ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. აქიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია, რომ არჩევნები ყოველგავრი ჩარევის გარეშე ჩატარდეს? ფაქტია, რომ სასამართლოს პოლიტიზირება გამოიწვია ხელისუფლების მხრიდან ჩარევამ...

- ჩემთვის მიუღებელი და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ზეწოლად იქნებოდა აღქმული, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებდა კანონს, რომლითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ასევე მოსამართლეებს ჩამოერთმეოდათ უფლებამოსილება და გადასცემდა პრემიერ მინისტრს ან იუსტიციის მინისტრს, რომ მათ დაესახელებინათ კანდიდატურებები. საქართველოს პარლამენტი ამბობს, რომ დღეს მოქმედი იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება ხდებოდა არადემოკრატიული მეთოდებით.

ერთადერთი ადამიანი იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც ჰქონდა კანდიდატურის დასახელების უფლება. თანაც თვალებში უყურებდა მოსამართლეებს ვინ დაუჭერდა ამ კანდიდატურას მხარს და ვინ არა. პარლამენტმა უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა მოსამართლეებს და უთხრა, რომ მე უმრვალესობამ, არც უცირესობამ და არც პრეზიდენტმა არ უნდა გადაწყვიტოს, მოდით, მოსამართლეებო შეიკრიბეთ, დაასახელეთ გნებავთ საკუთარი თავი, გნებავთ სხვა ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც თქვენს უფლებებს დაიცავს და გააუმჯობესებს სასამართლო ხელისუფლებაში მდგომარეობას. არ ჩაატარებთ ღია კენჭისყრას, იქნება ფარული კენჭისყრა, თქვენზე არავის არ ექნება ზემოქმედების და ვიზუალური დაკვირვების უფლება. ასეთ ოქროს წესს სთავაზობს მოსამართლეებს დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა.

მაგრამ, რამდენად შეძლებს ეს ჯგუფი, რომ იყოს დამოუკიდებელი?

- თუ მოსამართლეები მართლა ამოქმედდებიან და გამოიღვიძებენ, თუ ისინი დააკვირდებიან მთლიანად მოსამართლეთა კონფერნციის მიმდინარეობას, თვითონვე შიგნით გააკონტროლებენ კენჭისყრას, რომ ამით არავის არ მიეცეს ხმების გაყალბებისა და მანიპულაციის შესაძლებლობა, მაშინ ჩვენ ბედნიერად უნდა ჩავთვალოთ თავი და ვთქვათ, რომ მოსამართლეებმა გაიღვიძეს.

გასაგებია, რომ თქვენ მხარს უჭერთ ფარულ კენჭისყრას. მაგრამ, რამდენად იქნება შენარჩუნებული დამოუკიდებლობის ხარისხი?

- გაყალბება მოსალოდნელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხმებს ისევ იგივე ხალხი დათვლიდა, ვინც იუსტიციის საჭოშია. მაგრამ, გაჩნდა იმედი იმისა, რომ ამ არჩევნებზე ხმები კარგად დაითვლება. თუ ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო რეფორმის მხარდამჭერი საინიციატივო ჯგუფები შეიქმნება, ეს ნიშნავს იმიას, რომ მათ ვერავინ ვერ დაუშლის შიგნით დააკვირდნენ, როგორც კანდიდატურების დასახელების პროცესს, ასევე კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესს. დღევანდელი მოსამართლეები მაშინ იქნებიან ღირსი ეცვათ მოსამართლის მანტია და ატარებდნენ მოსამართლის სტატუსს, თუ ისინი არც ხელისუფლებას და არც უმცირესობას არ გააყალბებინებენ არჩევნებს.

დღემდე კეთდება განცხადება, რომ მოსამართლეები არიან ზეწოლის ქვეშ. ვხედავთ როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. გვაქვს მაგალითი იმის, რომ პიროვნება მამლის ქურდობისთვის გაასამართლეს და 5 წელი შეეფარდა. მაგრამ, 1-ელ ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი მძიმე დანაშაულისთვის დაკავებულ პირებს, როგორიც არის ქრთამის აღება, ამ ადამიანებს სასამართლო გირაოს საფუძველზე ათავისუფლებს. ამ პირობებში, რამდენად შეძლებენ მოსამართლეები, რომ შეინარჩუნონ დამოუკიდებლობის ხარისხი და არ მოქცევიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ზეგავლენის ქვეშ?

- აბსოლუტურად გეთანხმებით. თუ მოსამართლეები იმისთვის არიან განწყობილი, რომ მომავალშიც დაემორჩილონ სასამართლოს თავმჯდომარეს, კვლავ მონობაში და ვიღაცის მორჩილების ქვეშ უნდა იყვნენ, მაშინ, რა თქმა უნდა, არაფერი ეშველება ამ სიტუაციას. მაგრამ მე მრჩება იმედი, რომ დღეს მოქმედი მოსამართლეები არიან გონიერები და მე არ გამოვრიცხავ, რომ მათ თქვან - მორჩა, დამთავრდა, კმარა ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ჩვენი გადარჩენის და სასამართლო ხელისუფლებაში რეფორმების გატარების დასაწყისი არის ის, რომ იუსტიციის საბჭოში ხმა მივცეთ ისეთ ხალხს, რომელიც დაიცავს როგორც სასამართლო ხელისუფლების, ასევე თითოეული მოსამართლის უფლებებს.

თუ გაქვთ მათთან კომუნიკაცია და რას ამბობენ ისინი?

- მე ვინც მხვდება და ვისაც ვხედავ, ვიცი, რომ ბევრი მათგანი ძალიან პროგრესულად უყურებს მოვლენათა განვითარებას. არ გამოვრიცხავ, რომ არიან ისეთები, რომლებსაც რეგრესსა და მორჩილებაში ყოფნა სურთ. მაგრამ მაინც აპრიორი არ შემიძლია ვთქვა, რომ მათ მიერ ამ კენჭისყრას არავითარი აზრი არ აქვს.

1-ელი ოქტომბრის შემდეგ გასულია 7 თვეა და არანაირი პროგრესი მოსამართლეების მხრიდან არ ჩანს. შემთხვევით არ მიხსენებია მამლის ქურდობისთვის ადამიანის 5 წლამდე გასამართლება და ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულების გირაოთი გათავისუფლება...

- გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ ადამიანს ხომ უნდა მივცეთ შანსი, რომ გააკეთოს დასკვნები წარსულის შეცდომებიდან? დღეს ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, როცა ხელისუფლება ეუბნება მოსამართლეებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე არავითარი ზემოქმედების ბერკეტები არ მაქვს, თავისუფალი ხართ პროკურატურის ზეგავლენიდან და თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ ამ შანსს.

პარალელურად შექმინილა მეორე ჯგუფი. როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არაა მოსამართლეთა ის ჯგუფი, რომლებშიც პროგრესი ამ დრომდე არაა გაღვიძებული?

- არაა გამორიცხული, რომ ეს ჯგუფი პირდაპირ რეგრესისთვის იყოს შექმნილი. როდესაც პრეზიდენტმა დაადო ვეტო კანონს და ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, საუბარია იმაზე, თვითონ „სასამართლოების შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ. ამის გასაჩივრება შეუძლიათ თვითონ მოსამართლეებს. მიმდინარეობს საუბრები იმაზე, რომ საპალამენტო უმცირესობა და პრეზიდენტი ეძებს მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც საკონსტუტუციო სარჩელს შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსამართლეები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ სარჩელს, სწორედ ისენი იქნებიან ის მოსამართლეები, რომლებიც „ნაციონალური“ ხელისუფლების თამაშს თამაშობენ.