დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სკოლის მოსწავლეებისთვის “ღია კარის დღე” გაიმართა. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის მსმენელებმა უმასპინძლეს.
ახალგაზრდებს სერჟანტმა აკადემიაში მისაღები გამოცდების, სწავლისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. აკადემიის მსმენელებმა მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში სწავლის უპირატესობებზეც ისაუბრეს. სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.
სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე მოსწავლეებს საშუალება ქონდათ აკადემიის შეიარაღების ნაწილსაც გაცნობოდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები სამხედრო მოსამსახურეებისგან მიეღოთ.
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 29 აპრილიდან იწყება. აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ფიზიკურ ტესტს ჩააბარებენ. 2013-2014 აკადემიური წლისთვის აკადემია 150 მსმენელს მიიღებს.
მსმენელები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, ფორმითა და სამედიცინო მომსახურებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
აკადემიის კურსდამთავრებული ბაკალავრის ხარისხსა და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას მიიღებს. აკადემიაში სწავლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ფინანსდება.