რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. გაშლილ სივრცეში ადამიანების ოდენობას Google-ის სისტემით ითვლიან და ამ მეთოდით გაანგარიშების შედეგად, აქციის მონაწილეთა რაიოდენობა დღეს 4-5 ათას კაცს შეადგენს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა საპარლამენტო ცხოვრებიდან დროებით ტაიმ-აუტი აიღეს და ორი დღეა საპარლამენტო ცხოვრებაში არ მონაწილეობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში პარლამენტი რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს იხილავს.
ნაციონალებმა განაცხადეს, რომ აქციისთვის უნდა მომზადებულიყვნენ და გუშინდელი დღიდან პლენარულ სხდომებს აღარ დასწრებიან. თუმცა, დღევანდელ აქციის მიმდინარეობისას სცენაზე სულ 4-5 ნაციონალი გამოჩნდა და თითქმის, არცერთი დეპუტატი სცენაზე არ გამოჩენილა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თბილისის გამგეობებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე თანამშრომლების მობილიზაციის შესახებ. ამიტომ საზოგადოებაში გაჩნდა ვარაუდი, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრების დიდი ნაწილი სწორედ ამგვარი საკითხების მოგვარებით იყო დაკავებული და აქციაზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის მობილიზებას ცდილობდნენ.