საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

„გუშინ, 18 აპრილს გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ 34 მილიონ ლარიან ტენდერში კომპანია Foodline Georgia-მ გაიმარჯვა. ეს ტენდერი ჯერ არ დასრულებულა და გამარჯვებული გამოვლენილი არ არის, თუმცა აღნიშნული კომპანია, მოთხოვნილი საბუთების დაგვიანებით წარმოდგენის გამო, 17 აპრილს მოიხსნა ტენდერიდან.

წერილი დისკვალიფიკაციის შესახებ და ზოგადად, ამ და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ყველა სხვა ღია ტენდერთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, განთავსებულია კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. რაც შეხება მეორე ტენდერს, რომელიც ეხება კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონების კვებას, კომპანია „foodline Georgia“, დღეის მონაცემებით, მეორე ეტაპზეა გადასული და მოეთხოვება დაზუსტებული დოკუმენტაციის 19 აპრილამდე წარმოდგენა.