საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამძიმარი ამერიკელ ხალხს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამძიმარი ამერიკელ ხალხს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2013 წლის 15 აპრილს ბოსტონის მარათონის დროს მომხდარი აფეთქების გამო. ამ შემთხვევას, რომელსაც ჯერ საბოლოო კვალიფიკაცია არ აქვს მიცემული, სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 151 ადამიანი დაშავდა, რაც წარმოუდგენელი ტრაგედიაა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გულითადად თანაუგრძნობს თითოეული დაღუპულის და დაშავებულის ოჯახს, ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას.