ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის განცხადება, როცა თეთრზე ამტკიცებენ რომ შავია, დაფუძნებულია ტყუილზე და ის აზიანებს თავად ევროკავშირს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან, სადაც ის გამოეხმაურა ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების მიერ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავების საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს, რომლებშიც მას პოლიტპატიმარს უწოდებენ.
კახა კალაძის თქმით, ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციებია.
„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, სიბინძურე, რასაც ამ ბიუროკრატებისგან ვხედავთ. მათი განცხადებები დაფუძნებულია ტყუილზე და აზიანებს თავად მათ, ევროკავშირს. როგორ შეიძლება ადამიანმა მტკიცებით ფორმაში თეთრზე თქვას შავიაო. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არაა და საზოგადოება ყველაფერს კარგად აფასებს. ყველა ხედავს, რომ ქვეყანაში არსებული ძალადობრივი ჯგუფების შექმნაში წლების განმავლობაში უამრავი თანხა დაიხარჯა. ეს ყველაფერი გარედან ფინანსდება. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, როგორც ქვეყნის შიგნით ზოგიერთი დიპლომატის სახით, ასევე გარედან. ყველაფერი ცუდი, რაც ქვეყანაში ხდება - სიძულვილი, ძალადობა, საზოგადოების დაპირისპირების მცდელობა, დაფინანსებულია გარე ძალებისგან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის შანსებს, თბილისის მერის თქმით, ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და ქვეყნის პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის.
„ოპოზიციას რა მხარდაჭერა აქვს და რა მდგომარეობაში არიან, კი ხედავთ. მათ მოსახლეობისგან არანაირი მხარდაჭერა, არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ გაიმარჯვონ. 4 ოქტომბერს ისინი ყველა საარჩევნო ოლქში აუცილებლად დამარცხდებიან. ქართველი ხალხი კიდევ ერთ განაჩენს გამოუტანს მათ. ისინი აგენტები არიან და სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყნის პოლიტიკაში არ არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გამარჯობა ყველას,
უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ჩარლი კერკირი ჩემს გზაზე დააყენა.
მე მქვია ტერეზა და ფერმერი ვარ.
თუ რაიმე ფინანსური საჭიროება გაქვთ ან ფინანსურ სირთულეებს განიცდით, დაუკავშირდით ამ შესანიშნავ ჩარლი კერკირს და სრულად კმაყოფილი დარჩებით. მან ახლახან დამეხმარა მცირე თანხით, 50,000 ლარით, რაც ჩემთვის საკმარისზე მეტია.
ის კეთილი ადამიანია; მისი წყალობით შევძელი ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ვალების გადახდა.
თუ მცირე სესხი გჭირდებათ, დაუკავშირდით მას და იმედგაცრუებული არ დარჩებით.
თქვენი ფინანსური ტრავმა დასრულდა.
ელ. ფოსტა: charlykerkir@gmail.com
გმადლობთ
თუ საქართველოდან არ ხართ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ.