ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება ჩაიდინეს, რის გამოც, ინცინდენტში მონაწილე სამი სამხედრო პოლიციელი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია. სენაკის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც ვერ უზრუნველყო მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო პოლიციელების დისციპლინა, გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან.
კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მითუმეტეს კანონის დაცვა ევალება მას, ვისაც სამხედრო ფორმა აცვია.
საქმეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა იძიებს.