„ნაციონალებს თავიანთი სიმღერა უკვე ნამღერი აქვთ“

„ნაციონალებს თავიანთი სიმღერა უკვე ნამღერი აქვთ“

ახალი ხელისუფლების ცალკეული თანამდებობის პირების მიმართ დისკრედიტაციის მცდელობა დღევანდელი პოლიტიკური რეალობისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა, უცხოეთში კი დარტყმის ძირითადი სამიზნე, კოალიცია

„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი მხრივ 19 აპრილისთვის ემზადება და საზოგადოების გაოცებას (ჩვენი ინფოერმაციით, კონცერტებით) აპირებს, მეორე მხრივ, ხელისუფლებაზე წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს, სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ ხალხს საკუთარ სინდისთან 19 აპრილის აქციაზე მისვლის ალბათობა გაამართლებინონ.

ბოლო დღეებში ნაციონალების სამიზნე რატომღაც ბიძინა ივანიშვილის ქონება გახდა. რამდენიმე დღის წინ „გარდიანში“ გამოქვეყნებულ სტატიას თავად ივანიშვილის პასუხი მოჰყვა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის“, რომლის განცხადებაშიც ნათქვამია, რომ „მნიშვნელოვანია, თანამდებობის პირებმა სრულად გაასაჯაროონ საკუთარი კომერციული ინტერესები. ვეხმაურებით The Guardian-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე ოფშორული კომპანიის Bosherston Overseas Corp-ის მფლობელობასთან დაკავშირებით. პრემიერის პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ წარსულში ბიძინა ივანიშვილს მართლაც ჰქონდა საქმიანი კავშირი ამ კომპანიასთან, თუმცა 2011-2012 წლებში მას არ ჰქონია წილები აღნიშნულ კომპანიაში. ამ მიზეზის გამო, ეს კომპანია პრემიერის 2012 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ მოხვედრილა. სამწუხაროდ, რთულია ამგვარ შემთხვევებთან დაკავშირებით უტყუარი მტკიცებულებების მოძიება, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკოსების ოფშორულ კომპანიებთან კავშირი სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს და კორუფციის რისკებსაც შეიცავდეს. ზუსტად ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ თანამდებობის პირებმა სრულად გაასაჯაროონ საკუთარი კომერციული ინტერესები, რათა აცილებული იქნას ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები. ასევე ვფიქრობთ, რომ აუცილებელია შეიზღუდოს სხვადასხვა გარიგებები (მაგ. შესყიდვების და პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულებები) სახელმწიფოსა და ისეთ კომპანიების შორის, რომელთა საბოლოო ბენეფიციარი მფლობელების ვინაობა საზოგადოებისთვის უცნობია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ყველაფერს მოჰყვა საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიერ მთავრობის საქმიანობის შეფასება - ჩიორა თაქთაქიშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუქში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის საქმიანობას აფასებს დ რიტორიკულ შეკითხვებსაც სვამს, მათ შორის აინტერესებს როდის გახდება ივანიშვილის 7 მილიარდი საქართველოს ბიუჯეტის ნაწილი, მისი მილიონებიანი სამხატვრო კოლექცია საქართველოს ხელოვნების ეროვნული მუზეუმის კუთვნილება, როდიდან შეეძლებათ ქართველ ბავშვებს ზოოპარკში ივანიშვილის ფარშევანგებისა და პინგვინების ნახვა და ა.შ.

რა ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს ასეთმა პიარმა ქართულ საზოგადოებაზე და გახდება თუ არა ეს ყველაფერი 19 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის საფუძველი, ამ თემაზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

ბატონო სოსო, იმას, რასაც ნაციონალური მოძრაობა თავდაუზოგავად ცდილობს - მთავრობის დისკრედიტაცია თავისი მეთაურიანად, გამოიღებს ნაციონალებისთვის სასურველ შედეგს და გაზრდის მათ მომხრეთა რიგებს?

- მეხსიერება ქართველი ხალხისთვის არავის ამოუკვეთავს და არც ისეთი ჩიტირეკიები ვართ, დავივიწყოთ, 9-წლიანი განსაცდელის უკუღმართობა. ამიტომ მცდელობა იმისა, რომ თავი მოგვაჩვენონ აღმატებულ ხარისხში, უშედეგოა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყავლგასული პიარ-მენეჯერები ახალი ვიდეორეკლამების საშუალებით ყურადღების მიქცევას აპირებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორედ მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდება. როდესაც ამბობენ, რომ 19 აპრილი ეს არის დღე, როდესაც ქვეყანა უნდა დაიძრას ევროპული არჩევნებისა და დემოკრატიისკენ, დემაგოგიაა, იმ გონებაჩლუნგი ევროპელებისთვის, რომლებიც საბედნიეროდ, უკიდურეს უმცირესობას წარმოადგენენ.

რეალობა რა იყო ან დემოკრატიის რა უნარი გააჩნიათ, მერაბიშვილსა და მის დამქაშებს, ეს ქართველებზე კარგად არვინ უწყის. ერთადერთი, რაც მიიზიდავს ხალხს, ეს გახლავთ, გაჭირვება, რომელშიც მოაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი მოსახლეობა - 300,500 და 1000 ლარის ასაღებად ბევრი იქნება მზად, რომ მოევლინოს რუსთაველის გამზირს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერთი კაცი მათგან, მერე ხმას მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმე ტიპის არჩევნების დროს.

ეს გახლავთ ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი, იმისათვის, რომ არ დაკარგონ საკუთარ აპოლოგეტთა ნამსხვრევები, რომელიც ჯერ კიდევ ეგულებათ საზღვარგარეთ. პრიმიტიული დისკრიმინაციის მცდლობა, დღევანდელი ხელისუფლების, უკვე კომიკურ ხასიათს იძენს, ისე, როგორც ვინმეს დაჯერების სურვილი იმაში, რომ საქმე გვაქვს ანგელოზების გუნდთან, რომლებიც სრულიად შემთხვევით, მოულოდნელად და უსამართლოდ მოექცნენ ოპოზიციის მანტიის ქვეშ.

საკმარისია სულ ნახევარწუთიანი სიუჟეტი იმავე ტელევიზიებით, ციხის იმ კადრების ჩვენებით, რომელიც არ უნახავს ჩვენს მაყურებელს, რომ 19 აპრილი მხოლოდ ქვეყნის მოღალატეთა გაერთიანების საბაბი შეიძლება გახდეს.

ცხადია, რომ ის, რაც ნაციონალებმა ჩაიდინეს, ხალხს ახსოვს, მაგრამ ივანიშვილზეგარდიანშიგამოქვეყნებულ წერილს სადაც ივანიშვილისა და ოფშორულ კომპანიებს შორის კავშირზე იყო ლაპარაკი, ქართული არასამთავრობოები გამოეხმაურნენ და ისეთი პრესტიჟული ორგანიზაცია, როგორიცსაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოა“, ეჭვქვეშ აყენებს პრემიერის ქონებრივ დეკლარაციას, მის ფინანსურ წყაროებს, ეს როგორ შეიძლება აღიქვას საზოგადოებამ?

- ეს საზოგადოებაზე კი არა, იმ ორგანიზაციაზე მეტყველებს ცუდად, რომელიც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ის არასოდეს არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის ქონების აუდიტორი, ხოლო ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ საწარმოებთან არ მგონია, როდესმე დაემალოს ივანიშვილს ურთიერთობა, რადგან სწორედ ოფშორული ზონიდან შემოდიოდა საქართველოში თანხები, საიდანაც ხელფასს იღებდა პრაქტიკულად ყველა, ვინც დღეს ასეთ ანონსს უკეთებს 19 აპრილს - მაშინდელი მთავრობა და მთელი პარლამენტი.

დასამალი ივანიშვილს საკუთარ ბიზნესში რამე რომ ჰქონოდა, დიდი ხნის წინ იქნებოდა ცნობილი და ამას არც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვებდა ყურადღების გარეშე და სხვათა შორის, - არც კრემლი, რომელსაც სულაც არ ეხატება გულზე ქართული დემოკრატიის მაგალითი, რომელიც ერთგვარ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის ხელისუფლებისთვისაც.

ივანიშვილის ქონება ჩიორა თაქთაქიშვილსაც აინტერესებს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ის წერს: „დღითიდღე თვალს ვადევნებთ ოლიგარქის კომპანიის შერწყმას სახელმწიფოსაქართველოსთან. უკვე ვიხილეთ ივანიშვილის დაცვის სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროდ გარდაქმნა, ასევე ივანიშვილის ადვოკატების გარდაქმნა საქართველოს პროკურატურად. მომავალში ვიხილავთ: ქართუ ბანკის გარდაქმნას ეროვნულ ბანკად, ივანიშვილის კომპანიების მენეჯმენტ სერვისისა და ელიტა ბურჯის გარდაქმნას ინფრასტრუქტურის სამინისტროდ და ..... ეს ყველაფერი მალე მოხდება, მაგრამ რიტორიკულად ვიკითხავ: როდის გახდება ივანიშვილის 7 მილიარდი საქართველოს ბიუჯეტის ნაწილი“?- კითხულობს ჩიორა თაქთაქიშვილი, როგორ ფიქრობთ, რისი მიღწევა სურთ ნაციონალებს?

- თუ ვინმემ წერა-კითხვა იცის, მასზე ასეთი რამ ზემოქმედებას ვერ მოახდენს და თუ ადამიანს არ აქვს ინფორმაციის არანაირი წყარო გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორისა, რომელიც მხოლოდ ფულით არის მისთვის მიმზიდველი, ასეთებმა შეიძლება დაიჯერონ, თუმცა ეს საფრთხეს მაინც არ წარმოადგენს, რადგან მათთვის ნამდვილად სულერთია, სად არის რეგისტრირებული ივანიშვილის ბიზნესი.

რამდენჯერმე ახსენეთ ფული და ნაციონალები, გაქვთ ინფორმაცია, რომ მიტინგზე გარკვეული თანხით აპირებენ ხალხის მიზიდვას?

- დიახ, მაქვს, იმ ადამიანებისგან, რომლებიც მოწმენი არიან ამგვარი პროცესისა სხვადასხვა სოფლებში.

ერთ მხარეს არის ნაციონალური მოძრაობის აქტიური პიარი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ახალი მთავრობისა და მისი ლიდერის მიმართ, მეორე მხარეს პროცესი, რომლის დაწყებასაც საზოგადოება დიდი ხანია, ელოდება - თუმცა სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება, ხან კანონმდებლობის არარსებობის მიზეზით ხანაც კანონებზე პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინით ფერხდება.. ეს ხომ არ გახდება მიზეზი, რომ საზოგადოება ნაციონალების მიმართ ლოიალური გახდეს, რადგან დაპირების შესრულებას ახალი ხელისუფლებაც აგვიანებს?

- ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეთა ნებისმიერი მიზეზით შემცირება არამც და არამც არ ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპათიების ზრდას. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი სიმღერა უკვე იმღერა და მათი ნამღერით ვერავინ დარჩა კმაყოფილი ამ ქვეყნად, გარდა იმ სოლისტებისა, რომლებიც წლების განმავლობაში „ყვავის ბახალას“ არიას ასრულებდნენ ყველასთვის გულის შესაწუხებლად.

ამიტომ რეიტინგის კლება ნებისმიერი გამარჯვებული გუნდისთვის ბუნებრივი მოვლენაა, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ხანგრძლივი პროცესი და როგორც კი კანონმდებლობის ფუძემდებლურ ელემენტებს აღარ ექნება საფრთხე, მაშინ სამართლიანობის აღდგენის პროცესი უფრო სწრაფი იქნება, უფრო დამაჯერებელი და უფრო შედეგიანი.

19 აპრილი ხომ არ იქნება გარდამტეხი იმისათვის, რომ საზოგადოებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამდაქართულმა ოცნებამაცძალებს გადახედონ და საკუთარი მხარდაჭერის მასშტაბებში დარწმუნდნენ?

- არ მგონია, იმიტომ, რომ 19 აპრილი არ წარმოიდგინება, როგორც რაიმე დაგეგმილი დაპირისპირების დღე. თუ ვინმე თავგამოდებული მომხრეა „ნაციონალური მოძრაობის“, ან დაქირავებულია, კი ბატონო, მივიდნენ მშვიდად, ლანძღონ ყველა და ყველაფერი ირგვლივ და იმედი მაქვს, საკუთარ თავს არ მოუწყობენ იმას, რაც 26 მაისს სრულიად უდანაშაულო ადამიანებს დაატეხეს თავს. ამიტომ, ამ მხრივ, რაიმე პოლიტიკური ამინდის ცვლილებაზე საუბარი არ იქნება, რადგან შესაბამისი დაყოვნებით, მაგრამ მაინც სწრაფად მცირდება ის სამიზნე ჯგუფი, რომელიც უცხოეთში ეგულება „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ ესმით, რომ ეს ყველაფერი არის ფარსი და არანაირი განწყობების ცვალებადობა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმპატიის ზრდის კუთხით ქვეყანაში არ არსებობს.