საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის დელეგაცია სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელატა“-ს ეწვია.
ესტონეთის დელეგაცია სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს და „დელტას“ დირექტორს უჩა ძოძუაშვილს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის შემდგომ ესტონეთის დელეგაციამ ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა დაათვალიერა.
ესტონეთის დელეგაცია ვაზიანში მე-4 ქვეითი ბრიგადაშიც იმყოფებოდა. მათ ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, მაიორმა რატი წაქაძემ ბრიგადის სიმულაციური ცენტრი და სპორტული დარბაზი დაათვალიერებინა.
მე-4 ბრიგადაში სტუმრობით ესტონეთის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დასრულდა.