ანონსი

ანონსი

2 აპრილს, სამშაბათს, 11:00 საათზე, „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის“ ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე დასწრების მსურველ მედიის წარმომადგენლებს აკრედიტაციის გავლა, შეეძლებათ 1 აპრილს, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pr@mod.gov.ge ან ტელეფონის ნომერზე: 577190096; 577505191.

„საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის“ ფარგლებში მინისტრთან შეხვედრაზე დასასწრებად, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის, თავდაცვის სამინისტროში მიღება დაიწყება 2 აპრილს 10:00 საათზე.

პატივისცემით,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი