საქართველოს დემოკრატიული ოცნება ახდენის პროცესში

საქართველოს დემოკრატიული ოცნება ახდენის პროცესში

ამ კვირაში, ბევრის აზრით წარმოუდგენელი ქართული ოცნება ახდა. მე ვაშინგტონს ვსტუმრობ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, რაც ჩემი ქვეყნის ისტორიაში ოპოზიციური პარტიისთვის ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი გადაცემის შედეგია.

ოცწლიანი პოსტსაბჭოთა ავტორიტარული მმართველობის შემდეგ, შარშან ოქტომბერში, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც სათავეში უდგას ბიზნესმენი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა დაამარცხა, რომლის დასავლურმა კურსმაც და ადრეულმა რეფორმებმა ბევრი მეგობარი შესძინა დასავლეთში. მაგრამ მისი შემდგომი წლები ხასიათდებოდა ადამინის უფლებების დარღვევით, ელიტური კორუფციით და თავგასული ქმედებებით მთავრობის ყველა დონეზე. ერთი წლის წინ, ხალხი იმას უფრო ფიქრობდა, რომ 2013 წელს ჩვენ ციხეში ვიქნებოდით, და არა იმას, რომ საქართველოს პარლამენტში ან მთავრობაში ვიმუშავებდით.

საქართველოს ამერიკელ მეგობრებს ესმოდათ ამ ტრანსფორმაციის მომენტის მხარდაჭერის მნიშვნელობა. პრეზიდენტი ობამა, ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი კლინტონი და კონგრესის ბევრი წევრი ევროპელ პარტნიორებს შეუერთდნენ ახლადფეხადგმული ოპოზიციის დასაცავად და იმისთვის, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნება არ უგულებელყოფილიყო. მე აქ ვარ ვაშინგტონში, რათა პირადად ვუთხრა მათ მადლობა. არ შეიძლება არსებობდეს ამაზე ძლიერი საფუძველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

ქართული ოცნება აირჩიეს, რათა გაცოცხლდეს ქართული ეკონომიკა, აღდგეს დემოკრატია და კანონის უზენაესობა საქართველოში, გაღრმავდეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენი მეგობრები შეერთებულ შტატებში დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ჩვენი განზრახვა გავწევრიანდეთ, როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში, უცვლელია. ჩვენ თანხმობაში ვართ აშშ-ს სასიცოცხლო ინტერესებთან, რომელიც მოიცავს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას კავკასიაში, რუსეთის კონტროლს მიღმა არსებული კასპიის ნავთობისა და აირის ექსპორტს ევროპაში, ევროპული ინტეგრაციის გაძლიერებას, და პირველ რიგში, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისთვის დემოკრატიული მოდელის შენებას.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდ კონტრიბუტორად დარჩება ვღანეთის მისიაში და ISAF-ის ამ ქვეყნიდან გამოსვლის შემდეგ იქ ავღანელ ჯარისკაცებს გაწრთვნის. საქართველო იქნება ასევე სასიცოცხლო ტრანზიტი შეეერთებული შტატებისა და მისი აღჭურვილობისთვის, ამ უკანანსკნელის მიერ ავღანეთის დატოვების პროცესში.

მაგრამ, საქართველო, თუკი ის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას იმედოვნებს, სრულყოფილი დემოკრატია უნდა იყოს, და არა მხოლოდ ძლიერი სამხედრო პარტნიორი. კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის, ჩვენ აღვადგენთ შეკავებისა და ბალანსის სისტემას, ვამკვიდრებთ გამჭვირვალობის და მთავრობის ანგარიშვალდებულების სრულყოფილ სისტემას, ვახორციელებთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, ვაძლევთ მოპასუხე მხარეს დაცვის შესაძლებლობას, რათა დავასრულოთ გამამტყუნებელი განაჩენების 99%-ანი მაჩვენებლი, ვასრულებთ მთავრობის დაუსჯელობას და წამებას ციხეებში.

ამ სულისკვეთებით, იმ საქმეების გამოძიება, რომელიც ეხება მაღალჩნოსნებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან კორუფციაში, წამებასა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებში წინა მთავრობის დროს, ჩატარდება კანონის სრული დაცვით და სრული საერთაშორისო გამჭვირვალობის პირობებში. საყოველთაო ამნისტია შეეხება ასევე ყველა სამთავრობო მოხელეს, გარდა იმ ჩინოვნიკებისა, რომლებსაც ძალადობრივი დანაშაულებები აქვთ ჩადენილი. პრესის და საერთაშორისო მონიტორებისთვის, მათ შორის ეუთოდან, ევროკავშირიდან და ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფებიდან ყველა ხმაურიანი გამოძიება და სასამართლო პროცესი ხელმისაწვდომი და ღიაა ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტისთვის. პრემირმინისტრის თხოვნით, ევროკავშირმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ყოფილი უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი სპეციალურ მრჩევლად დანიშნა საქართველოში საკანონმდებლო და კონსტიტუციური რეფორმების და ადამიანის უფლებების საკითხებში.

რადგან ხელისუფლებაში არჩევნებით მოვედით, და არა რევოლუციით, ჩვენ მივისწრაფვით სტაბილურობის შენარჩუნებისკენ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საფუძველზე. ჩვენ გვიწევს წინსვლა ყოფილი ხელისუფლების მიღწევების უარყოფის გარეშე. ეს გარდამავალი პერიოდი ყოველთვის ხარვეზების გარეშე არ არის, რადგან საქართველოს არ აქვს ხელისუფლების გაზიარების გამოცდილება, მაგრამ ჩვენი ერთგულება დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებების მიმართ ურყევია.

სამწუხაროდ, არსებობს პრობლემა, რომელიც ძირს უთხრის შემდგომი რეფორმების განხორციელებისკენ მიმართულ ჩვენს ძალისხმევას. მართალია მთავრობა აღარ ჰყავს, თუმცა, თავად სააკაშვილი ამ წლის ოქტომბრამდე ხელისუფლებაში რჩება. იმ კონსტიტუციური რეფორმების გამო, რომლის ინიცირებაც მან 2004 წელს მოახდინა, სააკაშვილს აქვს პრემიერმინისტრის და მისი მთავრობის გადაყენებისა და მისი ვოლუნტარისტულად ჩანაცვლების უფლება ახალი მთავრობით პარლამენტის თანხმობის გარეშე და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, რომელიც მათ ბოლო არჩევნებზე გამოხატეს. საქართველო ერთადერთი დემოკრატიაა მსოფლიოში, სადაც სახელმწიფოს მეთაურს ეს უფლება გააჩნია. ჩვენ წარმოვადგინეთ მარტივი კონსტიტუციური შესწორება, რომელიც მოითხოვს პარლამენტის თანხმობას ნებისმიერი ახალი მთავრობის დამტკიცებისთვის, მაგრამ სააკაშვილი უარს ამბობს ამ ანტიდემოკრატიული ძალაუფლების დათმობაზე, რითაც ხელს უწყობს არასტაბილურობის და უნდობლობის ატმოსფეროს გაღრმავებას, რომელიც ჯერ კიდევ ამძიმებს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საკითხს მალე გადავჭრით, რათა მთელი ჩვენი ენერგია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის ამოქმედებისკენ მივმართოთ, მაგრამ მანამდე, საქართველოს ახალ დემოკრატიაზე ოცნება სასწორზე დევს. ვაშინგტონში ჩამოსვლით დებატებზე, მე მესმის როგორი რთული შეიძლება იყოს კომპრომისი, მაგრამ როგორც კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტს, მე ვხედავ ასევე ამერიკული თავისუფლების ხიბლს ყველაზე ცხარე კამათებშიც კი. რადგან ჩვენ ვმუშაობთ კიდევ უფრო მტკიცე კავშირის ჩამოყალიბებაზე ჩვენს ქვეყნებს შორის, მე ოპტიმისტად ვრჩები, და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში საქართველო შეუერთდება ამერიკას, როგორც ნამდვილი კაშკაშა დემოკრატიის შუქურა.

დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. არჩევამდე იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა დამფუძნებელი თავმჯდომარე.

foreignpress.ge