საქართველოს თავდაცვის მინისტრი „ბრიუსელის ფორუმში“ იღებს მონაწილეობას და კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დახურულ სადილზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და თავდაცვის სფეროს პრიორიტეტებზე ისაუბრა. საქართველოს თემაზე ისაუბრეს ფორუმის ფარგლებში მიმდინარე „ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალის“ განხილვაზეც. თმაზე მსჯელობისას მომხსენებლები იყვნენ ალექსანდერ ვერშბოუ და კურტ ვოკერი, საქარტველოს საკიტხსე საუბრისას სიტყვით გამოვიდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც.
“ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ძალიან ფართოდ წარმოგვეჩინა ის დინამიკა, რაც აქვს საქართველოს ევროპასთან და ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციის პროცესში. ევროპა თვლის, რომ ჩვენი ქვეყანა არის მისი ნაწილი. ლიდერები თვლიან, რომ საქართველოს აქვს ძალიან ცხადი და ნათელი პოლიტიკა, თუ როგორ აპირებს გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი. ჩვენ განვაცხადეთ რომ, საქართველო მზად არის, როგორც ავღანეთში და ნატოს ოპერაციებში ასევე, ევროპული უსაფრთხოების საკითხებშიც, მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს სწორი, პრაგმატული პოლიტიკა აქვს რუსეთთან კონფლიქტების მოგვარების კუთხით. ეს პრაგმატული პოლიტიკა დაეხმარება საქართველოს კიდევ უფრო ახლოს იყოს ინტეგრირებული ევროპასთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან”.
„ბრიუსელის ფორუმი“ სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გლობალური და ევრო-ატლანტიკური სივრცის გამოწვევებს ყველაზე გავლენიანი ჩრდილოეთ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები არაფორმალურ გარემოში განიხილავენ.