საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საერთაშორისო სწავლება მიმდინარეობს. ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PFP) ფარგლებში, სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების: ლიტვის, ესტონეთის, გერმანიის, ნორვეგიის, უკრაინის, იორდანიისა და სომხეთის, 21 სამხედრო მოსამსახურე ეუფლება.
საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორებმა მსმენელებს თხილამურებზე სრიალი შეასწავლეს. უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები ასევე, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნენ. კურსის ფარგლებში მათ თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. ”იგლუს” მოწყობა ისწავლეს.
სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსის განმავლობაში სამხედროები ტაქტიკურ მარშებსაც განახორციელებენ. კურსი დაბა ბაკურიანში 25 თებერვალს დაიწყო და 15 მარტს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საზეიმოდ დაიხურება.