მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელ Twitter-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპს ანგარიში დაუბლოკა, კომპანიის აქციების ფასი დაეცა. ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, Twitter-ის ერთი აქციის ღირებულებამ დღეს 49,54 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 3,77%-ით ნაკლებია.
Twitter-მა თეთრი სახლის ლიდერსა და მის საარჩევნო შტაბს ანგარიშები სამუდამოდ დაუბლოკა.