აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჩინეთი კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„ჩინეთის კომუნისტური პარტია ვირუსის თაობაზე დეზინფორმაციას კვლავ ავრცელებს და ჯანმოს ვირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების ჩატარებაში ხელს უშლის . ჩინეთის კომუნისტური პარტია ასევე წინ სწევს ვაქცინას, რომლის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე მნიშვნელოვანი მონაცემები არ არსებობს. ორივე ქმედება საფრთხეს უქმნის ჩინეთის მოქალაქეებსა და მთელ მსოფლიოს“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.