ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
აი, ეს ხალხი აპირებს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას საარჩევნოდ. ეს ხალხი - ბრაიზები, კრამერები, ქუთელიები, უგულავები, ბოკერიები და სხვა არამზადები ძაბავენ ვითარებას და ესენი შეეცდებიან არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციის გზით ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება!
ამისთვის სჭირდებათ NDI-ის და IRI-ის გაყალბებული კვლევები, კონგრესმენების წერილები, ნაცსექტის პარტნიორი - "ევროპის სახალხო პარტიის" მხარდაჭერა.
აშშ-ის ხელისუფლების შტოებიდან გაყრილი არამზადებისთვის საქართველო პლაცდარმია და კვლავაც შეეცდებიან ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ ქართველები!
ამ ხალხისთვის ხელისუფლების დაბრუნება სავარძლებში უკანალების უბრალოდ ჩანაცვლება კი არა, ერის განადგურება იქნება!