რუსეთის სამხედრო პოლიციის და თურქი სამხედროების პატრული სირიაში თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ The Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ კობანიში, 5 ნოემბერს მოხდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ რუსულ ჯავშანტრანსპორტიორებს ქვები დაუშინეს.
რუსეთმა და თურქეთმა სირიის სასაზღვრო ტერიტორიების პატრულირება 1-ელ ნოემბერს დაიწყეს. ამის შესახებ სახელმწიფოების ლიდერები ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო, თუმცა, ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა.