საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მასპინძლობს

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიქაია, დელეგაციასთან ერთად ეწვია. თურქ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე მასპინძლობს.

ორი ქვეყნის მინისტრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შესრულდა საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნები.

ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსი მაჰმუთ დემირთაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კანუდოსელი მოვითხოვ, პრემიერ-მინისტრის სახელი ჩაიწეროს როგორ იკა. რა დააშავა პრემიერმა, მოფერება მასაც უნდა. სირცხვილია!
2 საათის უკან