აშშ-ის კონგრესის წევრების განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ დაწყებული გამოძიების პირველი საჯარო მოსმენა მომავალ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ BBC - წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მოსმენის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტის 3 თანამშრომელი დაიკითხება, მათ შორის აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბილ ტეილორი. სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.