კიევის ცენტრში ავტომობილი ააფეთქეს. ინციდენტი ჟიტომირის ავტომაგისტრალზე მოხდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
პოლიციის ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას მოტოციკლისტმა ხელყუმბარა ესროლა. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. მათი მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ფარმაცევტული კომპანიის დირექტორს ეკუთვნის. აფეთქებისას ის დაშავდა, დაღუპული კი თავისივე დაცვის წევრია.