ბურკინა-ფასოში თავდასხმას 37 ადამიანი ემსხვერპლა, 60 კი დაიჭრა. ამის შესახებ ABC-ი იუწყება.
შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ავტობუსების კოლონას გაუხსნეს, რომლებითაც კანადური სამთომომპოვებელი კომპანია Semafo-ს მუშები გადაადგილდებოდნენ. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.