ახალი კვლევის მიხედვით, გერმანიაში პაციენტებს ძალიან ხშირად უნიშნავენ მედიკამენტებს ან ოპერაციას, რომლის თავიდან არიდებაც შესაძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
მკვლევრების თქმით, არასაჭირო წამლების რეცეპტები, ანალიზები და ოპერაციები პაციენტებს ზიანს აყენებს და სტრესავს. ეს ასევე იწვევს, დამატებით ხარჯებს.
კვლევის თანახმად, გერმანიაში ყოველწლიურად ფარისებრი ჯირკვლის 70 ათასამდე ოპერაცია კეთდება, კვლევამ აჩვენა, რომ ამ ოპერაციების 90%-ში ავთვისებიანი სიმსივნის ნიშნები არ იკვეთებოდა.
"უკეთესი დიანგოსტირების შემთხვევაში ამ ოპერაციების თავიდან არიდება შესაძლებელი იყო", - ამბობენ მკვლევრები.