კალიფორნიაში პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირის ფოტო გამოაქვეყნა, რომლებიც ციხიდან გაიქცნენ. ამის შესახებ BBC წერს.
21 წლის სანტოს სამუელ ფონსეკა და 20 წლის ჯონათან სალაზარი მათ მიერ გაკეთებული 55-სანტიმეტრის სიგანის გვირაბით გაიქცნენ. ციხე სან-ფრანცისკოში მდებარეობს.
ორივე ბრალდებული სხვადასხვა მკვლელობის გამო სასამართლოს ელოდებოდა, თუმცა მათ კვირას ციხიდან გაქცევა შეძლეს.
ოფიციალური პირების ცნობით, პატიმრებმა ხვრელი ტუალეტში ისეთ ადგილზე გააკეთეს, სადაც ციხის თანმშრომლებს მისი დანახვა არ შეეძლოთ. ხვრელი სავენტილაციო ნაწილს უერთდება, რომლის ლუქიც ციხის უკანა მხარეს გადის, იქ კი მავთულხლართები და დაცვის სხვა სისტემები დამონტაჟებული არ ყოფილა.