რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "ვიკიპედიის" რუსული ანალოგით ჩანაცვლების იდეით გამოვიდა. მას სურს, რომ საძიებო სისტემა "დიდი რუსული ენციკლოპედიის ელექტრონული ვერსიით" ჩანაცვლდეს. ამის შესახებ პუტინმა რუსულ ენასთან დაკავშირებით საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყოველ შემთხვევაში იქნება სანდო ინფორმაცია, კარგ, თანამედროვე ფორმაში", - ასე გამოეხმაურა პუტინი განცხადების იმის შესახებ, რომ სკოლის მოსწავლეები ხშირად დაუდასტურებელ ინფორმაციას იყენებენ, მათ შორის "ვიკიპედიას".
რუსეთში 2016 წლიდან მსჯელობენ "ვიკიპედიის" რუსული ანალოგის შექმნის შესახებ. მაშინ პრემიერმინისტრმა მედვედევმა ელექტრონულ ენციკლოპედიაზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობა დაამტკიცა.