დიდ ბრიტანეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

დიდ ბრიტანეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

6 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ამისთვის დიდ ბრიტანეთის პარლამენტი დაითხოვეს, რიგგარეშე არჩევნები კი 12 დეკემბერს დაინიშნა. პირველი სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.

ქვეყნის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამ არჩევნების წყალობით Brexit-თან დაკავშირებული ჩიხიდან გამოსვლას იმედოვნებს, თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს მას არ გამოუვა.

მიუხედავად იმისა, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ჯონსონის კონსერვატიული პარტია ლიდერობს, გამორიცხული არ არის, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ვერც ერთმა მსხვილმა პარტიამ ვერ მიიღოს.

ევროკავშირმა Brexit-ის ვადები 2020 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა, ხოლო მხარეების მიერ ჯონსონი-იუნკერის შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლას 30 ნოემბერს და 31 დეკემბერსაც შეძლებს.