თეთრ სახლში მზად არიან იმისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა პოსტი შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს. როგორც Hill-ი წერს, ამის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პრესმდივანმა განაცხადა.
სტეფანი გრიშემის განმარტებით, ადმინისტრაცია უკვე მზადაა იმისთვის, რომ შესაძლოა ტრამპის იმპიჩმენტი მოხდეს. ამასთან, ის არ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი დამნაშავეა. 1 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას დაეთანხმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი. თეთრმა სახლმა პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თავად ტრამპმა პროცესს ლინჩის წესით გასამართლება უწოდა, თუმცა სასამართლომ პროცესი კანონიერად ცნო.
30 ოქტომბერს კონგრესს საქმეზე ჩვენება თეთრი სახლის თანამშრომელმა ალექსანდრ ვინდმანმა მისცა. ის ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მოქმედი წევრია, ვინც პრეზიდენტის კონგრესში ჩვენების არ მიცემის განკარგულება დაარღვია.