რუსეთი ატლანტის ოკეანეში წყალქვეშა ნავების მონაწილეობით საიდუმლო წვრთნებს ატარებს. ამის შესახებ ნორვეგიული ტელეკომპანია NRK დაზვერვაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციაში 10 წყალქვეშა ნავი მონაწილეობს. მათი მიზანია რაც შეიძლება შორს შევიდნენ ოკეანეში ისე, რომ მათი აღმოჩენა ვერავინ შეძლოს. ასე ნავები აშშ-ის აღმოსავლეთ ნაპირთან შეუმჩნევლად მისვლაზე მუშაობენ. ნორვეგიელი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ეს ცივი ომის შემდეგ წყალქვეშა ნავების მონაწილეობით ყველაზე მსხვილი მანევრებია.
მომხდარს რუსული მედიაც გამოეხმაურა. ერთ-ერთი გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ბარენცის და ნორვეგიის ზღვებში გეგმური სწავლებები მიმდინარეობს.