კალიფორნიის შტატში მეხანძრე-მაშველებს ტყის ხანძრის ჩაქრობაში ძლიერი ქარი უშლის ხელს. როგორც BBC წერს, სიმი-ველიში გუშინ ძლიერი ქარი ამოვარდა, რომელიც თითქმის შტორმის სიძლიერემდე იყო -119 კილომეტრი საათში.
დღის ბოლოს სიმი ველის მიმდებარედ ტყეში ხანძრის თითქმის ათამდე ახალი კერა გაჩნდა.
კალიფორნიის მასშტაბით ტყის ხანძარს მასობრივი ევაკუაცია და ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა. გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა საგანგებო მდგომარეობა გამოაქვეყნა.
შტატში არსებული ტყის ხანძრების კვამლი კოსმოსიდანაც კი შესამჩნევია.