მსოფლიოში ისრაელის საელჩოები გაფიცვის გამო დროებით დაიხურა

მსოფლიოში ისრაელის საელჩოები გაფიცვის გამო დროებით დაიხურა

მთელ მსოფლიოში ისრაელის საელჩოები 30 ოქტომბრის დილას დროებით დაიხურა, ამის მიზეზი საელჩოს თანამშრომელთა საყოველთაო გაფიცვაა. ამის შესახებ ნათქვამია სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიების მოხსენებებში, მათ შორის აშშ-ის, რუსეთის, კანადისა და უკრაინის. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

"საელჩოს ვიზიტორებს არ მოემსახურებიან, საელჩოს შესასვლელი დაკეტილია",- წერია სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე საელჩოების განცხადებაში.

ისრაელის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, ასევე პროფკავშირი "ჰისტადრუტი", ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების, რომელიც საზღვარგარეთ დიპლომატებისა და სამხედრო ატაშეების მიერ სხვადასხვა ხარჯის ანაზღაურების წესის ცვლილებას შეეხება, გაიფიცნენ .