აშშ-ის 39-ე პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა დღეს კლინიკა დატოვა. 95 წლის კაცი 22 ოქტომბერს საავადმყოფოში მენჯის მოტეხილობით გადაიყვანეს.
Twitter-ზე გავრცელებული ინფორმაციით, ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს. კარტერი ოქტომბერში კლინიკაში უკვე ორჯერ მოხვდა. მიმდინარე წელს კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სამჯერ გაუარესდა.
ჯიმი კარტერი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს 1977-1981 წლებში იკავებდა.