ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ფინანსთა მინისტრს დავავალე, რომ თურქეთის წინააღმდეგ 14 ოქტომბერს ძალაში შესული ფინანსური სანქციები გაუქმდეს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაში უდიდესი როლი ამერიკა- თურქეთის მოლაპარაკებამ შეასრულა.
9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო, თუმცა, ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა.