რუსეთი სომხეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის. ამის რუსული მედია წერს.
მოსკოვის უკმაყოფილების მიზეზი იარაღის მიწოდების ტენდერში მონაწილეობაზე რუსული კომპანია ORSIS-ისთვის უარის თქმა გახდა.
როგორც მოსკოვში ირწმუნებიან, სომხურმა მხარემ კომპანია არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთა სიაში უსაფუძვლოდ შეიყვანა. მოსკოვი სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სიტუაციის დარეგულირებისკენ მოუწოდებს.