ჩეხეთში რუსი ჯაშუშების ქსელი გამოააშკარავეს

ჩეხეთში რუსი ჯაშუშების ქსელი გამოააშკარავეს

2018 წელს ჩეხეთის მთავრობამ რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინა. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას ქვეყნის უსაფრთოებისა და ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მიხაილ კოუდელკას თქმით, ამ ქსელის ამოცანაში, რომელიც უკვე განადგურებულია, ჩეხეთსა და პარტნიორ ქვეყნებზე ჰაკერული თავდასხმები შედიოდა. ჩეხური სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ მის უკან რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იდგა და მას პრაღაში რუსეთის საელჩო აფინასებდა.

კოუდელკას განმარტებით, ეს ჯაშუშური ქსელი იმ სისტემის ნაწილი იყო, რომელიც მოსკოვმა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შექმნა.