Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი, ირანი და ჩინეთი აშშ-ის 2020 წლის საპრეზინეტო არჩევნებში ჩარევას ცდილობენ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი სულ უფრო გაწაფულ ტაქტიკებს იყენებენ არჩევნებში ჩარევისთვის. ჩვენს მიერ აღმოჩენილი ექაუნთების ქსელი იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქვეყნებს მომავალი არჩევნების დროს აქტიურობა აქვთ განზრახული"- განაცხადა ცუკერბერგმა.
მანამდე სოციალურ ქსელში განცხადეს, რომ ირანიდან და რუსეთიდან ყალბი ანგარიშები წაშალა. რუსული წარმოშობის ექაუნთები Instagram-ზე 50, ხოლო Facebook-ზე 1 ყალბ გვერდს მოიცავდა. ამ გვერდებზე განთავსებული იყო ინფორმაციები კონსერვატიზმზე, ლიბერალიზმზე, ეკოლოგიაზე, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებე, რასობრივ და ლგბტ თემის პრობლემებზე.
Facebook-ის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ეს გვერდები „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოსთან“ არის დაკავშირებული, რომელსაც „ტროლების ფაბრიკას“ უწოდებენ.
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა, რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს. ამ საქმეში ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი, პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი, მაიკლ ფლინი ფიგურირებენ.