იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო ტახტზე ოფიციალურად ავიდა

იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო ტახტზე ოფიციალურად ავიდა

იაპონიის ახალი იმპერატორი ნარუჰიტო 2000 სტუმრის თანდასწრებით ტახტზე ოფიციალურად ავიდა. ინტრონიზაციის ცერემონია ტოკიოში იმართება.

„ვფიცავ, რომ ხალხის ბედნიერების და მთელ მსოფლიოში მშვიდობის სახელით, ხალხთან ერთად და კონსტიტუციის თანახმად, ვემსახურები იაპონიას"- განაცხადა იმპერატორმა ცერემონიაზე.

იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას სხვა სტუმრებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრება.

იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო 30 აპრილს გადადგა. ასეთი რამ ქვეყნის ისტორიაში 200 წელიწადზე მეტია არ მომხდარა.

 

 

Katana :)
. სვანს ეუბნებიან, დავით აღმაშენებელი ტახზე 16 წლისა ავიდაო.
- დიდი ამბავი! - ჩემი ბექნუ 6 წლისაა და კარადაზე ადის უკვე!..
5 წლის უკან