გერმანიას საკუთარი კოსმოდრომი ექნება

გერმანიას საკუთარი კოსმოდრომი ექნება

გერმანელი ასტრონავტის ულრიხ ჰანსის განცხადებით, კოსმოდრომის ბაზად ჩრდილოეთ ზღვაზე მდებარე ნორდჰოლცის ბაზა გამოდგება, ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრის, პეტერ ალტმაიერის განცხადებით, ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს სწავლობს და გერმანიას უახლოეს პერიოდში საკუთარი კოსმოდრომი ექნება.

„კოსმოსში ფრენების განხორციელების შედეგად გერმანიაში ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება“, - ამბობს ალტმაიერი. მისი თქმით 2020 წელს გერმანია კოსმოსური სივრცის შესახებ ახალ კანონს მიიღებს. კოსმოდრომის მშენებლობას დაახლოებით 50 მილიონი ევრო დასჭირდება.

გერმანიის მთავრობა კოსმოსის ასათვისებლად საბიუჯეტო ხარჯებს 2020 წლისთვის 285 მილიონი ევროდან 700 მილიონამდე გაზრდის.