ირანი სირიაში თურქეთის საგუშაგოების გახსნის წინააღმდეგია

ირანი სირიაში თურქეთის საგუშაგოების გახსნის წინააღმდეგია

ირანი სირიაში თურქეთის საგუშაგოების გახსნის წინააღმდეგია. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აბას მოუსავიმ განაცხადა და დასძინა, რომ თეირანის მთავარი რეგიონული მოკავშირის მთლიანობა დაცული უნდა იყოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აბას მოუსავის თქმით, საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო.  მის ერთ-ერთ მიზნად ქვეყნის ჩრდილოეთით „უსაფრთხო ზონის“ შექმნა სახელდებოდა. ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა. ახლა თურქეთი სირიის ტერიტორიაზე 12 საგუშაგოს მოწყობას გეგმავს.