აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების განცხადებით, ირანელი ჰაკერების ჯგუფი რუსულმა ჯგუფმა დაჰაკა, რათა რამდენიმე ქვეყნისთვის ეთვალთვალათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC წერს, ირანული ჯგუფის (კოდური სახელწოდებით OilRig) ოპერაციებს საფრთხე შეუქმნა რუსულმა ჯგუფმა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით Turla. რუსეთი ირანელი ჰაკერების მიერ შესრულებულ სამუშაოს სხვა ქვეყნებზე თვალთვალისთვის იყენებდა.
კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა (NCSC) გამოძიება 2017 წელს, დიდი ბრიტანეთის აკადემიურ ინსტიტუტებზე კიბერთავდასხმის შემდეგ დაიწყო.
გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ თავდასხმა რუსი ჰაკერების მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ირანელი ჯგუფის მექანიზმების გამოყენებით განხორციელდა.