იაპონიაში ტაიფუნის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში ტაიფუნმა „ჰაგიბისმა“ 77 ადამიანი იმსხვერპლა, 10 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ამ დროისთვის ინფორმაცია 346 დაშავებულის შესახებ ვრცელდება, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.

სტიქიის გამო ქვეყნის მასშტაბით 92 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, 120 ათასი ადამიანი კი სუფთა წყლის დეფიციტს განიცდის. 7 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა, მაგრამ მათგან მხოლოდ 50 ათასამდე რჩება თავშესაფრებში.