ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, “გიგა ბოკერიას კანტორის ადვოკატ-კონსულტანტი იყო“. მისი თქმით, ამ დროს ოპოზიციას თადუმაძის დიპლომთან კითხვები არ გასჩენია.
“2001 წელს შალვა თადუმაძე იყო “თავისუფლების ინსტიტუტის”, ანუ გიგა ბოკერიას კანტორის ადვოკატ-კონსულტანტი, მაშინ კითხვები დიპლომთან დაკავშირებით არ გაჩენილა. თადუმაძეს უამრავი საქმე აქვს მოგებული. მათ შორის, კობა კობალაძის საქმე. მაშინ არავის გაუჩნდა კითხვა, ეს კაცი როგორ არის იურისტი. თვითონ თადუმაძესთან რა კითხვები მაქვს, ეს ცალკე საკითხია“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ დრომდე არ წარუდგენია.